ფორმულა 1: "რედ ბულის" ბაზიდან მოპარული პრიზები ტბაში იპოვეს

AutoSharing Option
"რედ ბულის" ბაზიდან მოპარული პრიზების ნაწილი ჰორსშუს ტბაში აღმოაჩინეს.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიული საჯინიბოს მიერ სხვადასხვა პერიოდში მოპოვებული 60 თასი მოიპარეს. აქედან 20 პოლიციამ იპოვა და მფლობელს დაუბრუნა.

ინციდენტი 6 დეკემბერს მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, ექვსი ნიღბიანი დამნაშავე ღამით შეიპარა გუნდის ოფისში. მოპარულ პრიზებს შორის არ ყოფილა ჩემპიონატის მოგებისთვის მიღებული ჯილდოები.

"რედ ბულის" შეფის, კრისტიან ჰორნერის თქმით, გატაცებული ნივთების ღირებულება უმნიშვნელოა, რადგან პრიზების უმრავლესობა ორიგინალის ასლი იყო.

"დაახლოებით 20 თასი აღმოჩენილია. ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს "რედ ბულთან" და ვცდილობთ ნაპოვნის ზუსტი რიცხვის
განსაზღვრას, რადგან ზოგიერი თასი დაზიანებულია", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

"ზოგიერთი პრიზი ტბაში გადააგდეს, რაც იმაზე მეტყველებს, რამდენად უაზრო იყო ეს დანაშაული", - განაცხადა ჰორნერმა, როცა პოლიციის "წარმატების" შესახებ შეიტყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული