ეს ინკოგნიტო ბოსი დარწმუნებული იყო, რომ კრისტიან ჰორნერს შეცვლიდა "ტორო როსოს" თანამფლობელი და "რედ ბულის" შეფის, დიტრიხ მატეშიცის მეგობარი გერჰარდ ბერგერი.
"შოკირებული ვიყავი. არ ვიცი, ხალხი რატომ ლაპარაკობს ჩემ შესახებ ამდენს. გუნდთან მრავალწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. შაბათს საღამოს დიტრიხ მატეშიცთან ერთად ვვახშმობდი - შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ორივემ ვიცით,
ის აგრეთვე გამოეხმაურა დიტრიხ მატეშიცის ამასწინანდელ სიტყვებს იმის შესახებ, რომ "რედ ბულმა", შესაძლოა, დატოვოს ფორმულა 1.
"ის ყოველთვის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. დიტრიხი - ნამდვილი გულშემატკივარია. ამიტომაც არის "რედ ბული" წარმოდგენილი ფორმულა 1-ში. როცა მისი დონის ადამიანი ინტერესის დაკარგვაზე იწყებს საუბარს, ეს ჩემპიონატისთვის რისკ-ფაქტორი ხდება", - განაცხადა ჰორნერმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"