ფორმულა 1: წელს ტესტები აღარ იქნება

AutoSharing Option
ავსტრიის გრანპრის შემდეგ გუნდები შპილბერგის ტრასაზე დარჩნენ და ორდღიანი ტესტები გამართეს. სამშაბათს, წვიმის გამო საჯინიბოებმა სრულფასოვანი ვარჯიში ვერ ჩაატარეს, გუშინ კი სრულად გაიარეს დაგეგმილი პროგრამა. მონაწილეებს შორის პელოტონის ხუთი პილოტი ვიხილეთ.

"ფორს ინდია" და "ტორო როსო" აქტიურად მუშაობდნენ სერიოზულად განახლებული მანქანებით - ორივე გუნდმა ავსტრიული ტესტებისთვის ყველაზე მასშტაბური სიახლეები წარმოადგინა, რომელიც სეზონის მეორე ნაწილში პროგრესზეა გათვლილი.

ასევე ბევრ სიახლეს ცდიდა "მაკლარენი", მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ბრიტანულ გუნდს ტექნიკური პრობლემა არ შექმნია.

საერთოდ, დღე ნაყოფიერი გამოვიდა. ვალტერი ბოტასის გარდა, ყველამ
შეძლო ასზე მეტი წრის გავლა, მარკო ვიტმანმა კი 158 წლე დაფარა. ორივე დღეს "მერსედესის" პილოტები იყვნენ ყველაზე სწრაფები: სამშაბათს, საუკეთესო წრე აჩვენა პასკალ ვერლიაინმა, გუშინ კი ნიკო როსბერგმა.

ამით 2015 წლის ტესტები დასრულებულია. მომდევნო ჯერზე გუნდები სავარჯიშოდ 2016 წლის დასაწყისში შეიკრიბებიან, მომდევნო კვირას კი გველოდება ბრიტანეთის გრანპრი - ჩემპიონატი ეკვატორს უახლოვდება.

II დღე
1. როსბერგი (Mercedes) 1:09.113 (117 წრე)
2. გუტიერესი (Ferrari) +0.818 (110)
3. ბოტასი (Williams) +0.916 (79)
4. ვიტმანი (Toro Rosso) +0.990 (158)
5. ვერლიაინი (Force India) +1.140 (132)
6. პალმერი (Lotus) +1.260 (110)
7. ალონსო (McLaren) +1.605 (104)
8. რიკარდო (Red Bull) +1.714 (116)
9. ნასრი (Sauber) +1.809 (138)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული