ფორმულა 1: ბიანკი 254g-მ დაღუპა

AutoSharing Option
გერმანულმა გამოცემა Auto Motor und Sport-მა გამოაქვეყნა 18 ივლისს გარდაცვლილი ფრანგი პილოტის, ჟიულ ბიანკის ავარიის ტექნიკური მონაცემები.

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში წერია, რომ ბიანკიმ მანქანაზე კონტროლი საათში 213 კილომეტრი სიჩქარისას დაკარგა და 2.61 წამში შეეჯახა ევაკუატორს. შეჯახება 126 კმ/სთ სიჩქარეზე მოხდა, 55-გრადუსიანი კუთხით.

გადატვირთვა, რომელიც მანქანაზე მოვიდა, 60g-ს უდრიდა. სხვა ავარიებთან შედარებით, ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი.

"პრობლემა იმაშია, რომ ევაკუატორის ქვეშ შევარდნისას, მანქანა თითქოს მიწას მიეწება. ეფექტი ისეთივე იყო, როგორიც მკვეთრი დამუხრუჭებისას და სწორედ ამ მომენტში იყო
ზემოქმედება ჩაფხუტზე. ადრე მსგავსი რამ არ გვინახავს", - ამბობს ექსპერტი ენდი მელორი.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ თავის ქალაზე ზემოქმედება 254g-ს უდრიდა. "ეს იგივეა, რომ მანქანა 48 მეტრის სიმაღლიდან გადმოაგდო", - დაამატა მელორმა.

* * *
უახლოეს უქმეებზე ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე უნგრეთის გრან-პრი გაიმართება და იქ წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ ბიანკის ხსოვნას.

სეზონი "დიდ ცირკში" ეკვატორს მიუახლოვდა. ჩემპიონატს კვლავინდებურად ლუის ჰემილტონი ლიდერობს, რომელმაც ბრიტანეთში გამარჯვების შემდეგ ისევ გაზარდა 17 ქულამდე ნიკო როსბერგთან უპირატესობა.

სხვაობა დიდი არ არის, მაგრამ თუ ნიკო ისევ წააგებს თანაგუნდელთან და მეორე ადგილს დაიკავებს, 24 ქულით ჩამორჩება, რაც სერიოზული დარტყმა იქნება მის ამბიციებზე.

უნგრეთში ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიკაცია, რადგან პოული "ჰუნგარორინგზე" სანახევროდ გამარჯვებას ნიშნავს. პოულს კი წელს თითქმის ყოველთვის ჰემილტონი იგებს. ბრიტანელის გამოსვლა - უნგრეთის გრან-პრის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა იქნება. საქმე ისაა, რომ ლუისს ბუდაპეშტში ოთხი მოგება აქვს - იმდენი, რამდენიც ლეგენდარულ მიხაელ შუმახერს. კიდევ ერთი ტრიუმფი ჰემილტონს აბსოლუტურ რეკორდსმენად აქცევს.

უქმეების განრიგი
24 ივლისი, 12:00 - I პრაქტიკა
24 ივლისი, 16:00 - II პრაქტიკა
25 ივლისი, 13:00 - III პრაქტიკა
25 ივლისი, 16:00 - კვალიფიკაცია
26 ივლისი, 16:00 - რბოლა

საერთო ჩათვლა
1. ჰემილტონი (მერსედესი) - 151 (4)
2. როსბერგი (მერსედესი) - 134 (2)
3. ფეტელი (ფერარი) - 108 (1)
4. რაიკონენი (ფერარი) - 72
5. ბოტასი (უილიამსი) - 57
6. მასა (უილიამსი) - 47
7. რიკარდო (რედ ბული) - 35
8. კვიატი (რედ ბული) - 19

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული