"ფერარი" ანტირეკორდთან ახლოსაა

AutoSharing Option
თუ "ფერარი" ვერ შეძლებს უახლოეს ეტაპზე - ბელგიის გრან-პრიზე პოულის მოპოვებას, გაიმეორებს საკუთარ ანტირეკორდს: ზედიზედ 59 გრან-პრის პოულის გარეშე.

წინა ასეთი შემთხვევა გასული საუკუნის 90-იანი წლების პირველ ნახევარში დაფიქსირდა, კერძოდ, ესპანეთის 1990 წლის ეტაპიდან დაწყებული, ბრიტანეთის 1994 წლის გრან-პრით დამთავრებული. მაშინ სერიის შეწყვეტა გერმანიაში მოხერხდა, "ჰოკენჰაიმის" ტრასაზე, როცა "სკუდერიას" პილოტები - გერჰარდ ბერგერი და ჟან ალეზი აღმოჩდნენ სასტარტო ბილიკის პირველ ხაზზე.

თავის უახლეს ისტორიაში, "ფერარის" კვალიფიკაციებში 2012 წლის უნგრეთის გრან-პრის შემდეგ არ მოუგია. მანამდე ფერნანდო ალონსომ ორჯერ აიღო პოული ბრიტანეთსა
და გერმანიაში. საინტერესოა, რომ ამ ორ რბოლამდე, იტალიურ საჯინიბოს 33 ეტაპის განმავლობაში არ ჰქონდა მოგებული პოული.

"ფერარის" ისტორიაში ბოლო ოთხი პოული ფერნანდო ალონსოს აქვს აღებული. იტალიური გუნდის სხვა პილოტებს პირველი პოზიციიდან სტარტი 2008 წლის ბრაზილიის გრან-პრის შემდეგ არ აუღიათ, როცა ფელიპე მასამ შეასრულა ჰეთ-თრიკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული