ფორმულა 1: ყველაზე პოპულარული "რედ ბული"

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის პილოტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გულშემატკივრებმა "დიდ ცირკში" მოღვაწე ყველაზე პოპულარულ ბრენდად ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია Red Bull დაასახელეს.

გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა, კერძოდ კი 46 პროცენტმა სწორედ ამ სპონსორს მისცა ხმა.

"რედ ბული" ფორმულა 1-ში ორ გუნდს ფლობს: "რედ ბულსა" და "ტორო როსოს". ასევე მან დიდი თანხა ჩადო საკუთარი სარბოლო პროგრამის ორგანიზებაში, რითაც ფინანსურად დაეხმარა რამდენიმე გუნდსა და პილოტს.

"ფორმულა 1-ში "რედ ბულის" ყოფნის პირველადი მიზეზია - ყურადღების მიპყრობა თავისი ძირითადი პროდუქტისთვის - ენერგეტიკული სასმელისთვის, -
განაცხადა საჯინიბო "რედ ბულის" შეფმა კრისტიან ჰორნერმა. - გამოკითხვის შედეგები ადასტურებს, რომ ჩვენი ბრენდი ცნობილია და ფანები სწორედ მას ანიჭებენ უპირატესობას".

მეორე ადგილზე 19-პროცენტიანი ჩამორჩენით Shell მოდის, მესამე ადგილზე გავიდა Marlboro. თამბაქოს ამ ბრენდს უპირატესობა გამოკითხულთა 24 პროცენტმა მიანიჭა. აქედან შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ "ფერარის" სპონსორები აღარ დომინირებენ ფორმულა 1-ის მარკეტინგულ ბაზარზე.

"ამ ინფორმაციით ჩვენ ვაკეთებთ დასკვნას, რომ "რედ ბული" ფორმულა 1-თვის კარგი დამატებაა, - ამბობს ჰორნერი. - ახლა გვესმის, რომ ფორმულა 1 მხოლოდ "ფერარი" არ არის".

რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა "უილიამსის" სპონსორმა, კომპანია Martini-მ - 22 პროცენტი. ფორმულა 1-ში საწვავის ძველმა მიმწოდებელმა Petronas-მა ხმების იგივე რაოდენობა მიიღო.

გამოკითხულთა 20 პროცენტმა უპირატესობა მიანიჭა ესპანურ ბანკ Santander-ს. ათეული შეავსეს ისეთმა ბრენდებმა, როგორებიც არიან - Pirelli, Ferrari, Mercedes-Benz და Rolex.

10 ყველაზე პოპულარული ბრენდი ფორმულა 1-ში:
1. Red Bull - 46%
2. Shell - 27%
3. Marlboro - 24%
4. Martini - 22%
4. Petronas - 22%
6. Santander - 20%
7. Pirelli - 14%
8. Ferrari - 13%
8. Mercedes-Benz - 13%
10. Rolex - 11%

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
პროცენტები რაღაც ვერაა კარგად მოყვანილი :)
antokeli
10:38 05-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული