ფორმულა 1: "რედ ბული" ყველაზე შემოსავლიანია

AutoSharing Option
ინტერნეტ-გამოცემა Business Book GP-მა გამოაქვეყნა ანგარიში ფორმულა 1-ში მოასპარეზე გუნდების ყოველწლიურ შემოსავალზე.

2015 წელს, ყველაზე დიდი ბიუჯეტით ავსტრიული საჯინიბო "რედ ბული" დაიკვეხნის. მან სპონსორებისგან, პარტნიორებისგან და ტელეკომპანიებისგან 468.7 მილიონი ევრო მიიღო. ამ მაჩვენებლით, "რედ ბულმა" უმნიშვნელოდ გაუსწრო "მერსედესსა" და "მაკლარენს" - 467.7 და 465 მილიონი ევრო შესაბამისად.

როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე დაბალი შემოსავალი აქვს ფორმულა 1-ის პელოტონის აუთსაიდერ "მანორს", რომლის სპონსორული მხარდაჭერა ნახევარმილიონ ევროსაც ვერ აღწევს.

ფორმულა 1-ის გუნდების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი:

1. რედ ბული - 468,7
2. მერსედესი -
467,4
3. მაკლარენი - 465
4. ფერარი - 418
5. უილიამსი - 186,4
6. ლოტუსი - 139,1
7. ტორო როსი - 137,45
8. ფორს ინდია - 129,7
9. ზაუბერი - 103,25
10. მანორი - 83

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული