ჟურნალისტების ინფორმაციით, ლეგენდარული პილოტი, რომლის სიმაღლეა 174 სანტიმეტრი, ისევ ვერ ლაპარაკობს და ვერ მოძრაობს. შუმახერი შვეიცარიაში, ჟენევის ტბის სანაპიროზე საკუთარ ვილაში გადის რეაბილიტაციას 15 სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში, მიხაელის მენეჯერმა საბინა კემმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ პილოტმა გამოჯანმრთელება დაიწყო. კემის თქმით, რეაბილატაციის პროცესში დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"