მიხაელ შუმახერი 45 კილოგრამია

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის წონა 45 კილოგრამამდე დავიდა, - ამის შესახებ წერს იტალიური გამოცემა Corriere della Sera. გერმანელი აგრძელებს რეაბილიტაციას თავის უმძიმესი ტრავმის შემდეგ, რომელიც 2013 წლის ბოლოს მიიღო.

ჟურნალისტების ინფორმაციით, ლეგენდარული პილოტი, რომლის სიმაღლეა 174 სანტიმეტრი, ისევ ვერ ლაპარაკობს და ვერ მოძრაობს. შუმახერი შვეიცარიაში, ჟენევის ტბის სანაპიროზე საკუთარ ვილაში გადის რეაბილიტაციას 15 სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში, მიხაელის მენეჯერმა საბინა კემმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ პილოტმა გამოჯანმრთელება დაიწყო. კემის თქმით, რეაბილატაციის პროცესში დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა.

შუმახერი გრენობლის კლინიკიდან საკუთარ სახლში 2014 წლის სექტემბერში დაბრუნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული