ფორმულა 1: ბატონი "მაკლარენში" რჩება

AutoSharing Option
ბრიტანული საჯინიბოს "მაკლარენის" ხელმძღვანელმა რონ დენისმა განაცხადა, რომ მისი გუნდი არ აპირებს მომავალი სეზონისთვის პილოტთა შემადგენლობის შეცვლას.

ჯენსონის ბატონის კონტრაქტის გარშემო, გასულ კვირას დიდი მითქმა-მოთქმა იყო ატეხილი. გავრცელდა უამრავი ჭორი იმის თაობაზე, რომ ბრიტანელები არ აპირებდნენ ბატონთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას.

გუშინ, იაპონური უქმეებისას, რონ დენისს ჰკითხეს - იქნებიან თუ არა მომავალ სეზონში გუნდში ფერნანდო ალონსო და ჯენსონ ბატონი? დენისმა დადებითი პასუხი გასცა: "დიახ".

"ჯენსონს ორწლიანი კონტრაქტი აქვს, ფერნანდოს - სამწლიანი, - განაცხადა "მაკლარენის" შეფმა BBC-თან კომენტარში. - ხუთშაბათს, ჯენსონს ვაცნობე იმის
შესახებ, რომ არ ვაპირებ კონტრაქტის შეწყვეტის პუნქტის ამოქმედებას. ალბათ, ეს განცხადება უფრო ადრე უნდა გამეკეთებინა. ჩვენ ორი კარგი პილოტი გვყავს. ორივე გვჭირდება. და ჩვენ გამარჯვებულ გუნდს შევქმნით".

რამდენიმე დღის წინ, ფერნანდო ალონსომ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ სეზონის შემდეგ "მაკლარენის" დატოვებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული