გასულ პარასკევს, ამერიკაში დოკუმენტური კინოს ფესტივალ "სანდენსზე" ფილმ "სენას" პრემიერა შედგა.
როგორც გაზეთი Los Angeles Times წერს, "ხანდახან დოკუმენტური ფილმიც შეძრავს სულსა და გონებას. უყურებ მას და სუნთქვა გეკვრის. სწორედ ასე იყო "სენას" შემთხვევაში..."
ფილმი ბრიტანელი რეჟისორის აზიფ კაპადიას გადაღებულია და ის ლეგენდარულ ბრაზილიელ პილოტ აირტონ სენას ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ამერიკული კრიტიკის პირველი გამოხმაურებების მიხედვით, ფილმის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ისაა, რომ მასში ნათლად არის წარმოდგენილი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის პიროვნება.
კაპადიამ სცენარისტ და აღმასრულებელ პროდიუსერ მენიშ პანდისთან ერთად 15 ათასი საათი საარქივო
"სენა იყო ადამიანი, ვისაც მხოლოდ რბოლები აინტერესებდა, ხოლო პოლიტიკას, რომლითაც გაჟღენთილი იყო ფორმულა 1-ის წრეები, საშინლად ვერ იტანდა, - წერს "ლოს ანჯელეს თაიმსის" კრიტიკოსი კენეტ ტიურანი. - მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი დაუჯერებელი ოსტატობით მართავდა მანქანას, ის ღრმად რელიგიური ადამიანი იყო და ყველაფერში ღმერთის ძალას ხედავდა. თავისი ფილოსოფიური მისტიკით, ადამიანურობითა და სამყაროს პოეტური აღქმით ის უდიადესი პიროვნება გახლდათ..."
მეორე გამოცემა - ჟურნალი Variety ვარაუდობს, რომ "ენერგეტიკა და ტრაგიკული სიუჟეტი" ფილმს ფესტივალის ერთ-ერთ ფავორიტად აქცევს.