ფორმულა 1: ჰემილტონი დიდი ხნით რჩება

AutoSharing Option
უახლოესი ექვსი წლის განმავლობაში არ უნდა ველოდოთ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის ლუის ჰემილტონის "სამეფო რბოლებიდან" წასვლას.

"ჩემი მოქმედი კონტრაქტი კიდევ სამი წელი იქნება ძალაში. ვფიქრობ, ამის შემდეგ შევძლებ კიდევ ერთი ხელშეკრულების გაფორმებას, რომლის ხანგრძლივობა სამი-ოთხი წელი იქნება. ამის შემდეგ დავასრულებ გამოსვლას, - განაცხადა "მერსედესის" პილოტმა. - "მერსედესის" საჭესთან 13 წლიდან ვარ. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის რთულია წარმოვიდგინო საკუთარი თავი სხვა გუნდში. არასოდეს არ თქვა "არასოდეს", მაგრამ ვფიქრობ, კარგი იქნება ამ გუნდში კარიერის დასრულება".

30 წლის ბრიტანელის ამჟამინდელი კონტრაქტი 2018 წლის ბოლომდეა ძალაში.
შეგახსენებთ, რომ ჰემილტონმა 25 ოქტომბერს, აშშ-ის გრან-პრიზე ვადაზე ადრე გაიფორმა მესამე საჩემპიონო ტიტული.

"ფორს ინდიას" ნაცვლად, "ასტონ მარტინი"?
ინდურმა საჯინიბომ "ფორს ინდიამ", შესაძლოა, მომავალი სეზონისთვის პარტნიორული ხელშეკრულება გააფორმოს "ასტონ მარტინთან". როგორც ავტორიტეტული გამოცემა Autosport წერს, 2016 წელს, გუნდი სახელს შეიცვლის და მას "ასტონ მარტინი" დაერქმევა. ეს მარკა სამეფო რბოლებში 1960 წელს გამოდიოდა.

ასევე იტყობინებიან, რომ სახელის შეცვლის გარდა, "ფორს ინდიას" ბოლიდი ახალ შეფერილობასაც მიიღებს, კერძოდ, ლურჯსა და ოქროსფერს. "ოქროს" გამა მანქანაზე სპონსორისგან Johnnie Walker-გან იქნება დატანილი.

შეთანხმების საფუძველზე, "ასტონ მარტინი" მიიღებს ფორმულა 1-ის გუნდის ტექნოლოგიური პროცესის მონაცემებს, რომელსაც ბრენდი სპორტკარებში გამოიყენებს.

"ამაზე ჯერჯერობით ადრეა ლაპარაკი, მაგრამ მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს. ამავდროულად, არ მიყვარს ლაპარაკი პოტენციურ გარიგებაზე, სანამ ის დასრულებული არ იქნება", - განაცხადა "ფორს ინდიას" ხელმძღვანელმა ვიჯეი მალიამ.

ფორმულა 1. მექსიკის გრან-პრი
მეხიკო (71 წრე, 305.354 კმ)
1(1). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 1:42.35,038 (2 პიტსტოპი)
2(2). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) +1,954 (2)
3(6). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) +14,592 (2)
4(4). დანიილ კვიატი (რედ ბული, რუსეთი) +16,572 (2)
5(5). დანიელ რიკარდო (რედ ბული, ავსტრალია) +19,682 (2)
6(7). ფელიპე მასა (უილიამსი, ბრაზილია) +21,493 (2)
7(10). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) +25,860 (2)
8(9). სერხიო პერესი (ფორს ინდია, მექსიკა) +34,343 (1)
9(8). მაქს ფერსტაპენი (ტორო როსო, ჰოლანდია) +35,229 (2)
10(12). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) +37,934 (2)

11(13). პასტორ მალდონადო (ლოტუსი, ვენესუელა) +38,538 (2)
12(14). მარკუს ერიქსონი (ზაუბერი, შვედეთი) +40,180 (3)
13(11). კარლოს საინსი (ტორო როსო, ესპანეთი) +48,772 (3)
14(20). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +49,214 (2)
15(16). ალექსანდერ როსი (მანორი, აშშ) 2 წრე (2)
16(17). უილ სტივენსი (მანორი, ბრიტანეთი) 2 წრე (2)
17(15). ფელიპე ნასრი (ზაუბერი, ბრაზილია) 12 წრე
18(3). სებასტიან ფეტელი (ფერარი, გერმანია) 19 წრე
19(19). კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) 49 წრე
20(18). ფერნანდო ალონსო (მაკლარენი, იტალია) 71 წრე

საერთო ჩათვლა
1. ლუის ჰემილტონი - 345 (10 მოგება); 2. ნიკო როსბერგი - 272 (4); 3. სებასტიან ფეტელი - 251 (3); 4. ვალტერი ბოტასი - 126; 5. კიმი რაიკონენი - 123; 6. ფელიპე მასა - 117; 7. დანიილ კვიატი - 88; 8. დანიელ რიკარდო - 84; 9. სერხიო პერესი - 68; 10 მაქს ფერსტაპენი - 47; 11. რომენ გროსჟანი - 45; 12. ნიკო ჰიულკენბერგი - 44; 13. ფელიპე ნასრი - 27; 14. პასტორ მალდონადო - 26; 15. კარლოს საინსი - 18; 16. ჯენსონ ბატონი - 16; 17. ფერნანდო ალონსო - 11; 18. მარკუს ერიქსონი - 9.

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 617; 2. ფერარი - 374; 3. უილიამსი - 243; 4. რედ ბული - 172; 5. ფორს ინდია - 112; 6. ლოტუსი - 71; 7. ტორო როსო - 65; 8. ზაუბერი - 36; 9. მაკლარენი - 27.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული