ფოტო-NEWS: აუთსაიდერები ხუმრობენ

AutoSharing Option
"მაკლარენის" პილოტები - ფერნანდო ალონსო და ჯენსონ ბატონი წელს ხშირად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას "ჰონდას" ძრავებით, მაგრამ სეზონის ბოლოს ხუმრობის ხასიათზე დადგნენ.

2015 წელს, ესპანელსა და ბრიტანელს პოდიუმისთვის ბრძოლის შანსი არ მისცემიათ, ამიტომაც ბრაზილიაში დრო იხელთეს და კვარცხლბეკზე ავიდნენ, რითაც ძველი და კეთილი დრო გაიხსენეს.

მანამდე, საკვალიფიკაციო რბოლაში, ალონსოს მანქანაზე ისევ გამოვიდა მწყობრიდან ძალისმიერი აგრეგატი და ესპანელი ჩასათვლელი დროის გარეშე დარჩა. სანამ ალონსო ტრასიდან ევაკუირებას ელოდა, სკამი იპოვნა და მზეს მიეციფხა:

"მომდევნო რბოლისთვის უკეთ ვიქნები მზად - გარუჯვის მალამოს წამოვიღებ. რა თქმა
უნდა, როცა პოდიუმთან ახლოს ვიქნებით, მე და ჯენსონი ასე აღარ მოვიქცევით, დღეს კი შეგვიძლია ვიხუმროთ", - განაცხადა ალონსომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული