ფორმულა 1: რა ღირს ერთი ქულა?

AutoSharing Option
ხშირად ამბობენ, რომ ფორმულა 1-ში გუნდების ბიუჯეტი პირდაპირ გავლენას ახდენს შედეგზე. ნაწილობრივ, ეს ასეა, თუმცა არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ბიუჯეტზე დამოკიდებული არ არის, კერძოდ, კონკურენტუნარიანი ძალისმიერი აგრეგატის გამოყენება.

ყოველ წელს, სეზონის შედეგების მიხედვით ადგენენ გუნდების მიერ მოპოვებული თითოეული ქულის ღირებულების არაოფიციალურ სტატისტიკას.

ბოლო ათი წლის განმავლობაში, ამ მაჩვენებლით ყველაზე წარმატებული იყო "ბრაუნ გრან-პრი" (2009 წლის სეზონი), როცა მცირე ბიუჯეტითა და კონკურენტუნარიანი მანქანით, გუნდს ერთი ქულა სულ რაღაც 415 ათასი ევრო დაუჯდა.

2015 წლის სეზონში საუკეთესო შედეგი ჰქონდა "ბრაუნ გრან-პრის"
შთამომავალს - "მარსედესს", რომლისთვისაც თითო ქულა 664 ათასი ევრო ღირდა, ყველაზე ბევრის გადახდა კი "მაკლარენს" მოუწია.

ბ ქ ა ღ
McLaren 465 27 9 17.222
Sauber 103 36 8 2.861
Red Bull 469 187 4 2.508
Toro Rosso 137 67 7 2.044
Lotus 139 78 6 1.782
Ferrari 418 428 2 0.976
Force India 130 136 5 0.955
Williams 186 257 3 0.723
Mercedes 467 703 1 0.664

შენიშვნა: ბ - ბიუჯეტი; ქ - ქულა; ა - ადგილი; ღ - ქულის ღირებულება (მილიონ ევროში)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული