ფორმულა 1: ფერსტაპენი ყველაზე მეტს ასწრებდა

AutoSharing Option
საბურავების მწარმოებელმა კომპანია "პირელიმ" გამოაქვეყნა 2015 წელს ფორმულა 1-ში გასწრებების სტატისტიკა.

როგორც ირკვევა, 2014 წელთან შედარებით, გასწრებების რაოდენობა ამ სეზონში შემცირდა. საერთო ჯამში, წელს პილოტებმა 509 გასწრება შეასრულეს. შარშანდელი მაჩვენებელი 636-ს უდრიდა.

2015 წელს, ყველაზე მეტი გასწრება მალაიზიის გრან-პრიზე იყო - 60.

პილოტი, რომელიც ყველაზე მეტ გასწრებას ასრულებდა გასულ სეზონში, "ტორო როსოს" დებიუტანტი მაქს ფერსტაპენი იყო - 49-ჯერ ჩემპიონატში. ყველაზე ნაკლები გასწრება ჰქონდათ "მერსედესის" პილოტებს - ლუის ჰემილტონსა და ნიკო როსბერგს - სამ-სამი.

ერთი რბოლის განმავლობაში ყველაზე მეტი გასწრება "ფერარის"
წევრმა სებასტიან ფეტელმა შეასრულა - 13 (კანადის გრან-პრიზე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული