მიხაელ შუმახერს სიარული შეუძლია? ავტომრბოლელის მენეჯერის განცხადება

AutoSharing Option
გერმანელი ავტომრბოლელის, მიხაელ შუმახერის მენეჯერმა საბინა კემმა უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმად, ფორმულა 1-ში მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონის ჯანმრთელობის მდგომარეობაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება.

კემის განცხადებას წინ უსწრებდა გერმანული მედიის ინფორმაცია, რომლის თანახმად, შუმახერის მდგომარეობა უკეთესობისკენ მნიშვნელოვნად შეიცვალა - თითქოსდა, მას შეუძლია ხელის აღმართვა და რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა, მედპერსონალის დახმარებით.

შეგახსენებთ, რომ შუმახერი 2013 წლის მიწურულს, ფრანგულ კურორტ მარიბელში თხილამურებით სრიალისას დაშავდა და თავის ქალა-ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო. 2014 წლის სექტემბრიდან ლეგენდარული ავტომრბოლელი რეაბილიტაციას ჟენევის ტბის სანაპიროზე, საკუთარ ვილაში გადის.

"მიხაელის ჯანმრთელობის მდგომარეობის
გაუმჯობესების შესახებ პრესაში ბოლო დროს გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი განცხადებების გაკეთება უპასუხისმგებლობაა. მიხაელის ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი პირადი ცხოვრების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა კემმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული