კერძოდ, საკვალიფიკაციო წრეები წლევანდელ სეზონში საშუალოდ 0.519 წამით სწრაფი იყო 2014 წელთან შედარებით.
ყველაზე მეტად წრის გასავლელად საჭირო დროის გაუმჯობესება სინგაპურში მოხდა - 1.696 წამი, თუმცა ეს შესაძლებელი გახდა იმითაც, რომ ტრასის კონფიგურაცია შეიცვალა.
რაც შეეხება უშუალოდ რბოლებისას საუკეთესო წრეებს, ის შარშანდელზე 0.350 წამით უფრო სწრაფია. ყველაზე დიდი მატება ავსტრალიაში
გარდა ამისა, 18-დან 13 რბოლაში გაიზარდა მაქსიმალური სიჩქარე. მაგალითად, 2014 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 11 კმ/სთ-ით ამაღლდა ავსტრალიის გრან-პრიზე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"