ფორმულა 1-ის პირველი ქალი პილოტი გარდაიცვალა

AutoSharing Option
89 წლის ასაკში გარდაიცვალა მარია-ტერეზა დე ფილიპისი - პირველი ქალი, რომელიც ფორმულა 1-ში გამოდიოდა.

"დიდი ცირკის" ისტორიაში, მხოლოდ ხუთი ქალი მონაწილეობდა ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატში და აქედან მხოლოდ ორი გავიდა რბოლის სტარტზე.

იტალიელმა მარია-ტერეზა დე ფილიპისმა ეროვნული სერიების სკოლა გაიარა OSCA-სა და "მაზერატის" მანქანებით. "მაზერატის" რიგებში თავისი პარტნიორის ლუიჯი მუსოს რჩევით, მან ჯერ 1958 წელს, სირაკუზში არაჩასათვლელ რბოლაში სცადა ბედი, სადაც მეხუთე ადგილი დაიკავა, შემდეგ კი ძირითადი სეზონის ოთხ გრან-პრიზე გამოჩნდა.

მონაკოში მარია-ტერეზამ ვერ გაიარა კვალიფიკაცია, ერთი თვის შემდეგ, ბელგიის
"სპაზე" მეათე ადგილზე გავიდა.

პორტუგალიასა და იტალიაში კი მანქანამ დააღალატა. 1959 წელს, ის დან ბერამ მიიწვია და ნეაპოლელმა ქალბატონმა ისევ სცადა ბედი მონაკოში.

ჩემპიონატის ერთ-ერთი ურთულესი ტრასა მან ისევ ვერ დაიპყრო და კვალიფიკაციის მიღმა დარჩა. იმავე წელს, დე ფილიპისისმა კარიერა დაასრულა, თუმცა ავტოსპორტთან კავშირი არ გაუწყვიტავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული