ფორმულა 1: "ფერარის" ჭაღარა შეერია

AutoSharing Option
დღეს, ბარსელონაში ფორმულა 1-ის წინასასეზონო ტესტების პირველი სერია იწყება, მანამდე კი რამდენიმე გუნდმა 2016 წლის სეზონისთვის განკუთვნილი ბოლიდის პრეზენტაცია მოაწყო.

- "ფერარის" ახალმა მანქანამ მიიღო ინდექსი - SF16-H. დადასტურდა ჭორები იმის შესახებ, რომ ბოლიდის შეფერილობაში უფრო მეტი თეთრი ფერი იქნება. როგორც გუნდის წევრები აღნიშნავენ, "სკუდერიამ" ბევრი მიმართულებით მოუმატა და ჩემპიონობისთვის ბრძოლის იმედი აქვს, მაგრამ ხმამაღალ განცხადებებს ჯერ ერიდებიან.

- დღეს შედგება "მერსედესის" ოფიციალური პრეზენტაცია, თუმცა მანამდე, საჩემპიონო გუნდმა ახალი მანქანის - W07 Hybrid-ის ფოტოები ინტერნეტში განათავსა.

- სერიოზული პროგრესის იმედი
აქვს "მაკლარენს". MP4-31-ზე დამონტაჟებულია მოდერნიზებული ძალისმიერი აგრეგატი - Honda RA616H. ბოლიდის შემქმნელები ხაზს უსვამენ, რომ ახალ მანქანაში არაერთი ახალი გადაწყვეტაა.

- თავისი ახალი მანქანის - FW38-ის სტუდიური ფოტოები გამოქვეყნა "უილიამსმა. სურათების მიხედვით, ბოლიდი შარშანდელისგან ბევრით არ განსხვავდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული