კვალიფიკაცია
- ლუის ჰემილტონი გახდა მესამე მრბოლელი ისტორიაში, ვისაც კარიერაში 50 პოული დაუგროვდა. მანამდე ეს შეძლეს აირტონ სენამ (65 პოული) და მიხაელ შუმახერმა (68).- "მერსედესმა" ზედიზედ მეშვიდედ დაიკავა სასტარტო ბილიკზე პირველი ორი ადგილი.
რბოლა
- სებასტიან ფეტელმა კარიერაში მე-80 პოდიუმი მოიპოვა და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა კიმი რაიკონენსა და აირტონ სენას. წინ არიან მხოლოდ - ავსტრალიაში შეწყდა 25 რბოლისგან შემდგარი სერია, რომლის დროსაც ლუის ჰემილტონი ლიდერობდა ჩემპიონატის საერთო ჩათვლას. ეს სერია ჯერ კიდევ 2014 წლის სინგაპურის გრანპრის დროს დაიწყო, როცა ჰემილტონმა ნიკო როსბერგს გაუსწრო და სათავეში ჩაუდგა ჩემპიონატს. მას სეზონის ბოლომდე არ დაუთმია პირველი ადგილი. 2015 წელს, ბრიტანელმა პირველი ეტაპი მოიგო და ჩემპიონატის დასრულებამდე ლიდერობდა.
- ნიკო როსბერგმა კარიერაში მე-15 გამარჯვება მოიპოვა და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ჯენსონ ბატონს - ისინი ისტორიულ ცხრილში მე-17 ადგილს იყოფენ. გარდა ამისა, ეს იყო გერმანელის ზედიზედ მეოთხე მოგება. ნიკო ერთადერთი პილოტია ისტორიაში, ვინც ზედიზედ ოთხ რბოლაში გაიმარჯვა, მაგრამ არასოდეს ყოფილა ჩემპიონი.
- მელბურნში "მერსედესის" პილოტებმა ზედიზედ მეხუთე დუბლი მოიპოვეს. ანალოგიური სერია ჰქონდა გერმანულ გუნდს 2014 წელს (მალაიზიის გრანპრიდან მონაკოს გრანპრიმდე), და ორჯერ "ფერარის" (1952 და 2002 წლებში).
- ეს იყო 24-ე დუბლი ჰემილტონისა და როსბერგის შესრულებით. მათ გაიმეორეს 2000-05 წლებში მიხაელ შუმახერისა და რუბენს ბარიკელოს რეკორდი.
- ლუის ჰემილტონმა მეორე ადგილი დაიკავა და ერთადერთი პილოტი გახდა, ვისაც მელბურნში ექვსი პოდიუმი აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"