ფორმულა 1: ფერსტაპენი "რედ ბულში", კვიატი დააქვეითეს

AutoSharing Option
დადასტურდა ბოლო დროს გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, რომ "რედ ბულსა" და "ტორო როსოს" შორის პილოტების გაცვლა იგეგმებოდა.

ყველა ელოდა, რომ რუს დანიილ კვიატს დაატოვებინებდნენ "რედ ბულის" რიგებს და "ტორო როსოში" დააბრუნებდნენ, ხოლო საპირისპირო მიმართულებით ავსტრიულ საჯინიბოში ჰოლანდიელი მაქს ფერსტაპენი გაემგზავრებოდა. თუმცა ამ ცვლილებას სეზონის ბოლოსკენ ვარაუდობდნენ, მაგრამ "რედ ბულის" ხელმძღვანელობა ჩემპიონატის დასრულებას არ დაელოდა.

ესპანეთის გრანპრიდან მოყოლებული, 18 წლის ფერსტაპენი "რედ ბულის" პილოტი იქნება და პარტნიორობას გაუწევს ავსტრალიელ დანიელ რიკარდოს, კვიატი კი "ტორო როსოში" გააგრძელებს კარიერას.

"მაქსი - ნიჭიერი ახალგაზრდა
პილოტია, შესანიშნავად წარმოაჩინა თავი "ტორო როსოში" და მოხარულები ვართ - მივცეთ შესაძლებლობა კარიერა "რედ ბულში" გააგრძელოს.

ჩვენ უნიკალური სიტუაცია გვაქვს - ოთხივე პილოტი, რომლებიც "რედ ბულსა" და "ტორო როსოში" გამოდიან, ხანგრძლივი კონტრაქტებით არიან დაკავშირებული "რედ ბულთან". ეს კი საშუალებას გვაძლევს, უმტკივნეულოდ შევცვალოთ გუნდების შემადგენლობები", - განაცხადა "რედ ბულის" შეფმა კრისტიან ჰორნერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული