საქმე ისაა, რომ 2016 წლის სეზონის დასაწყისში, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს ბევრი პრობლემა შეექმნა ძალისმიერი აგრეგატის ელემენტების საიმედოობასთან დაკავშირებით. ამიტომაც საჭირო გახდა მათი ხშირი ცვლა.
შედეგად, ბელგიაში გერმანული გუნდი გადაამეტებს ძრავის ელემენტების გამოყენების ლიმიტს. სპაზე ჰემილტონის ჯარიმის სიდიდე დამოკიდებული იქნება სწორედ ახალი ელემენტების რაოდენობაზე. მინიმალური სასჯელი, რომელიც შეიძლება ლუისმა მიიღოს, სასტარტო ბილიკზე 10 ადგილით უკან დახევაა.
"დიდი ალბათობით, ჩვენ ავიღებთ ჯარიმას სპას სასტარტო ბილიკზე", - განაცხადა "მერსედესის" წარმომადგენელმა Sky Sports-თან
შეგახსენებთ, რომ საერთო ჩათვლაში ჰემილტონი 19 ქულით უსწრებს თანაგუნდელ ნიკო როსბერგს.
ბელგიის გრანპრი
სპას ტრასა
სიგრძე: 7004 მ
წრეების რიცხვი: 44
რბოლის დისტანცია: 308,052 კმ
მოსახვევები: 20
DRS-ის ზონა: ორი
უგრძესი სწორი მონაკვეთი: 1205 მ
ტრასის რეკორდი: 1:47.263 (ფეტელი, "რედ ბული", 2009)
ყველაზე მეტი მოგება: 6 - მ. შუმახერი
უქმეების განრიგი
26 აგვისტო, 11:55 - I პრაქტიკა
26 აგვისტო, 16:00 - II პრაქტიკა
27 აგვისტო, 13:00 - III პრაქტიკა
27 აგვისტო, 16:00 - კვალიფიკაცია
28 აგვისტო, 16:00 - რბოლა
საერთო ჩათვლა
1. ლუის ჰემილტონი 217 (6)
2. ნიკო როსბერგი 198 (5)
3. დანიელ რიკარდო 133
4. კიმი რაიკონენი 122
5. სებასტიან ფეტელი 120
6. მაქს ფერსტაპენი 105 (1)
7. ვალტერი ბოტასი 58
8. სერხიო პერესი 48
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"