ფორმულა 1. აშშ-ის გრანპრი: ლუისის ბოლო შანსი

AutoSharing Option
უახლოეს უქმეებზე, ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში ამერიკის გრანპრი გაიმართება. იაპონური ეტაპის შემდეგ, ნიკო როსბერგმა 33 ქულამდე გაზარდა უპირატესობა ლუის ჰემილტონთან, შესაბამისად, ამერიკული რბოლის შემდეგ, გერმანელი ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნებს პირველ ადგილს გენერალურ კლასიფიკაციაში.

ოსტინის ეტაპი, ერთგვარად, საშინაოა ჰემილტონისთვის - ბრიტანელი ცნობილია თავისი სიყვარულით ამერიკული კულტურის მიმართ, თან ამ ტრეკზე სამჯერ მოუგია.

ჰემილტონს შავი სერია აქვს: უკვე ხუთი რბოლაა ვერ ახერხებს მოგებას. ამ დროის განმავლობაში, ნიკომ 50 ქულაზე მეტი მოუგო კონკურენტს. ბრიტანელს უკან დასახევი გზა აღარ დარჩა და მოგება სჭირდება, რათა შეინარჩუნოს
ზედიზედ მესამე ტიტულის შანსი.

თითქოს ყველაფერი იმას მიუთითებს, რომ სწორედ ჰემილტონია აშშ-ის გრანპრის ფავორიტი. ეს რბოლა მან ოთხჯერ მოიგო (სამჯერ ოსტინში და ერთხელ - ინდიანაპოლისში). მაგრამ ლუისზე ზეწოლა იზრდება და ამან, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ჩემპიონს.

ოსტინის ტრასა
სიგრძე: 5513 მეტრი
წრეების რიცხვი: 56
რბოლის დისტანცია: 308 კილომეტრი
მოსახვევები: 20 (11 მარცხენა, 9 მარჯვენა)
DRS-ის ზონა: ორი
უგრძესი სწორი მონაკვეთი: 1090 მეტრი
ტრასის რეკორდი: 1:35.657 (ფეტელი, "რედ ბული", 2012)
ყველაზე მეტი მოგება: 5 - მიხაელ შუმახერი

უქმეების განრიგი
21 ოქტომბერი, 19:00 - I პრაქტიკა
21 ოქტომბერი, 23:00 - II პრაქტიკა
22 ოქტომბერი, 19:00 - III პრაქტიკა
22 ოქტომბერი, 22:00 - კვალიფიკაცია
23 ოქტომბერი, 23:00 - რბოლა

საერთო ჩათვლა
1. როსბერგი - 313 (9)
2. ჰემილტონი - 280 (6)
3. რიკარდო - 212 (1)
4. რაიკონენი - 170
5. ფერსტაპენი - 165 (1)
6. ფეტელი - 165
7. ბოტასი - 81
8. პერესი - 80

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული