მე-13 გუნდი არ იქნება?

AutoSharing Option

როგორც ცნობილია, 2011 წლისთვის ფორმულა 1-ის პელოტონს მე-13 გუნდი უნდა დაემატოს. ჯერჯერობით, ვაკანტურ ადგილზე ოფიციალურად ოთხი გუნდი აცხადებს პრეტენზიას: Villeneuve Racing/Durango, Epsilon Euskadi, Stefan GP და ამერიკული Cypher Group.
საერთაშორისო ფედერაცია შექმნილ სიტუაციაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ავტოსპორტის სამყაროში აქტიური განხილვა მიდის იმაზე, თუ რომელიც გუნდს ანდობს ფედერაცია მე-13 ადგილს.

ისიც არ არის გამორიცხული, რომ მომავალი წლის ჩემპიონატში მონაწილეთა რაოდენობა არ შეიცვალოს. წელს ფედერაცია უფრო მკაცრად შეაფასებს კანდიდატების ფინანსურ მდგომარეობას, რათა არ განმეორდეს ამერიკული გუნდის - US F1-ის პრეცედენტი. ეს

საჯინიბო 2010 წლის ჩემპიონატში დაუშვეს, მაგრამ მან დროულად ვერ მოამზადა ბოლიდი და ბოლოს გაკოტრდა.

ამ სიტუაციაში დიდ როლს თამაშობს ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერის - ბერნი ექლსტოუნის პოზიცია. როგორც ევროპული პრესა წერს, ბერნი უკმაყოფილოა ამ სეზონში დებიუტანტების გამოსვლით და პელოტონში კიდევ ერთი აუთსაიდერის დამატება არ სჭირდება.
თუ ყველაფერი ასეთი სცენარით განვითარდა, სავსებით შესაძლებელია, რომ პელოტონში 12 გუნდი დარჩეს. ამ ვარიანტის სასარგებლოდ ისიც მეტყველებს, რომ ფედერაცია არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას, არადა მომავალ სეზონამდე არც ისე დიდი დრო რჩება და სერიოზული რისკი არსებობს იმისა, რომ პოტენციურმა ახალბედამ ვერ მოასწროს ახალი სეზონისთვის მომზადება.

ჭორების მიხედვით, ფედერაცია თავის ვერდიქტს აგვისტოს ბოლოს გამოიტანს.
ამასობაში, მსოფლიოს 1997 წლის ჩემპიონმა ჟაკ ვილნევმა დაადასტურა იტალიურ საჯინიბო Durango-სთან თანამშრომლობა და განაცხადა, რომ სწორედ ამ გუნდთან ერთად აპირებს ფორმულა 1-ში დაბრუნებას.

"ამ ამბავთან დაკავშირებით უამრავი ჭორი გავრცელდა და იქამდე მინდა განვმარტო რამდენიმე მომენტი, სანამ სიტუაცია კონტროლიდან გამოვა. ახალი გუნდი - ეს არის Durango-თან ერთად შექმნილი პროექტი. გუნდის ბაზა იტალიაში იქნება, მისი დაფინანსება კი არა კერძო ინვესტორების, არამედ კორპორატიული სპონსორების ხარჯზე მოხდება", - ამბობს კანადელი ავტომრბოლი.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული