ასე რომ, 2017 წელს, ფორმულა 1-ში 20 ეტაპი გაიმართება - ერთით ნაკლები, ვიდრე 2016 წელს. ჩემპიონატი 26 მარტს, ავსტრალიაში დაიწყება და 26 ნოემბერს, აბუ დაბიში დასრულდება. გერმანიის გრანპრის ამოღების გარდა, მთავარი ცვლილებაა ევროპისა (18-დან 25 ივლისს) და ბრიტანეთის (9-დან 16 ივლისს) ეტაპების დროში გადანაცვლება. და კიდევ, ადგილები გაცვალეს სინგაპურისა და
2017 წლის ოფიციალური კალენდარი:
26 მარტი - ავსტრალია9 აპრილი - ჩინეთი
16 აპრილი - ბაჰრეინი
30 აპრილი - რუსეთი
14 მაისი - ესპანეთი
28 მაისი - მონაკო
11 ივნისი - კანადა
25 ივნისი - ევროპა
9 ივლისი - ავსტრია
16 ივლისი - ბრიტანეთი
30 ივლისი - უნგრეთი
27 აგვისტო - ბელგია
3 სექტემბერი - იტალია
17 სექტემბერი - სინგაპური
1 ოქტომბერი - მალაიზია
8 ოქტომბერი - იაპონია
22 ოქტომბერი - აშშ
29 ოქტომბერი - მექსიკა
12 ნოემბერი - ბრაზილია
26 ნოემბერი - აბუ დაბი
ჰემილტონი ესპანეთის გრანპრის შემდეგ, მერსედესის დატოვებას აპირებდა
"მერსედესის" პილოტი ლუის ჰემილტონი ესპანეთის გრანპრის შემდეგ ფიქრობდა გერმანული საჯინიბოს დატოვებას.ბარსელონაში გამართული რბოლის დროს, ბრიტანელი ბოლო წრეზე თავის თანაგუნდელ ნიკო როსბერგს შეეჯახა. ჰემილტონის აზრით, ამ ინციდენტში დამნაშავე გერმანელი პილოტი იყო, მაგრამ "მერსედესში" უარი თქვეს ნიკოს დანაშაულის აღიარებაზე.
ლუისს ასეთი დამოკიდებულება არ მოეწონა და გუნდის დატოვებას აპირებდა.
ამ ფაქტის დადასტურებად შეიძლება მივიჩნიოთ "მერსედესის" მოქმედება შემდეგ ეტაპზე, როცა გუნდის ტესტ-პილოტი ესტებან ოკონი შეცვალა პასკალ ვერლაინმა "მანორიდან". ამ უკანასკნელს უკვე ჰქონდა ფორმულა 1-ში გამოსვლის გამოცდილება. ცხადია, რომ ამით "მერსედესი" თავს იზღვევდა ლუისის წასვლის შემთხვევისთვის.
თავად ბრიტანელმა ამაზე ასეთი პასუხი გასცა: "ყველაფერი წარსულში დარჩა. ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"