რალი: ტრაგედია და ძველი გამარჯვებული

AutoSharing Option
კლასიკურ რალიში მსოფლიოს ახალი ჩემპიონატი ტრაგედიით დაიწყო. პირველი ეტაპის - რალი მონტე კარლოს პირველ სპეცმონაკვეთზე ჰეიდენ პადონი ავარიაში მოხვდა, რასაც მაყურებელთან შეჯახება მოჰყვა. ავარიის შემდეგ, დაზარალებული ვერტმფრენით ნიცას საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ადგილობრივმა პოლიციამ ინციდენტის ყველა გარემოების გამოძიება დაიწყო. "ჰონდას" გუნდმა დაღუპულის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

მონტე კარლოს რალი გუშინ, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის სებასტიან ოჟიეს მოგებით დასრულდა. ფრანგი ახალი გუნდის (M-Sport) შემადგენლობაში ახალი მანქანით ("ფორდი") გამოდის მას შემდეგ, რაც "ფოლკსვაგენმა" გასული სეზონის დასრულებისას, კლასიკური რალიდან წასვლის შესახებ
გამოაცხადა.

ოჟიემ მეორე ადგილზე გასულ იარი-მატი ლატვალას ორ წუთზე მეტი მოუგო, მესამეზე კი გავიდა ოჟიეს თანაგუნდელი ოტ ტანაკი სამწუთიანი ჩამორჩენით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული