28 მაისს მოტოციკლებისა და კვადროციკლების ექსტრემალური შეჯიბრი გაიმართება

AutoSharing Option
2017 წლის 28 მაისს Enduro club Georgia მთაწმინდაზე, კოჯორის ქუჩაზე არსებულ ჰასკი მოტოპარკში მოტოციკლებისა და კვადროციკლების სხვადასხვა კატეგორიაში ექსტრემალურ შეჯიბრს მართავს.

ქართველ სპორტსმენებთან ერთად იასპარეზებენ რუსი სპორტსმენებიც.

ჰასკი მოტოპარკში არსებულ 3 ტიპის საშეჯიბრო ტრეკზე პარალელურად გაიმართება 11 კატეგორიის შეჯიბრი:

ენდურო კროსის ტრეკი, მოტოციკლების 5 კატეგორია:

ბავშვები 10 წლამდე, მოზარდები 11-დან 15 წლამდე, მოტოჰობი (სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლია დამწყებ სპორტსმენს საკუთარი შესაბამისი მოტოციკლით). მოტო მოყვარული, მოტო პროფესიონალი.

ასფალტის ტრეკი, სკუტერების 2 კატეგორია: დაყოფილია ძრავის მოცულობის მიხედვით 50ცც-დან 110ცც-მდე და 111ცც-დან 250ცც-მდე.

კვალიფიკაციის შედეგად შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებს თითოეულ კატეგორიაში 16-16 მონაწილე. სუპერმოტოს კატეგორიის შეჯიბრში კვალიფიკაციის შედეგად შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებს 8 საუკეთესო დროის მქონე სპორტსმენი.

წყვილთა რბოლის ტრეკი:

კვადროციკლების 3 კატეგორია: ATV KIDS (ბავშვები 10 წლამდე), ATV (სტანდარტული კვადროციკლი) SSV (ბაგის ტიპის კვადროციკლი)

კატეგორიები და მათი შეჯიბრის დაწყების დროები:

11:30 - ATV ბავშვები (10 წლამდე)
12:00 - მოტო ბავშვები (10 წლამდე)
12:30 - 13:15 - I გავლა - მოტო ჰობი, მოტო მოყვარული, მოტო პროფესიონალი, მოტო მოზარდები.
13:45 - 14:30 - II გავლა - მოტო ჰობი, მოტო მოყვარული, მოტო პროფესიონალი, მოტო მოზარდები.
15:00 - 15:45 - III გავლა - მოტო ჰობი, მოტო მოყვარული, მოტო პროფესიონალი, მოტო მოზარდები.
12:00 - სუპერმოტო
13:00 - სკუტერი
15:00 - ATV
16:00 - SSV
17:00 - დაჯილდოება

27 მაისს ყველა კატეგორიისთვის ჩატარდება საკვალიფიკაციო შეჯიბრი ჰასკი მოტოპარკში.

შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც ჰყავს შესაბამისი ტექნიკა და აქვს დამცავი აღჭურვილობა (ჩაფხუტი, მოტობოტი, იდაყვის დამცავი, სამუხლე, ხელთათმანი).

ენდურო, მოტოკროსის დისციპლინა წარმოადგენს ექსტრემალური სპორტის სახეობას და მოიცავს მოტოტექნიკით უგზოობის და რთული რელიეფის მქონე საფარის გადალახვას. ამ დისციპლინით დაინტერესებულ ადამიანთა ჯგუფი წლების განმავლობაში აწყობდა ექსტრემალურ გასვლებს.

საზოგადოების ინტერესის ზრდამ განაპირობა "ენდურო ქლაბ ჯორჯიას" ოფიციალური დარეგისტრირება 2015 წელს.

კლუბის მთავარი მიზანია ენდუროს, კროსისა და კვადროციკლების სწორი პოპულარიზაცია ფართო მასებში, ქართველი სპორტსმენების კვალიფიკაციის ამაღლება და საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს სახელით ასპარეზობა. ასევე - საბავშვო მოტოსპორტის აღორძინება და განვითარება.

"ენდურო ქლაბ ჯორჯიას" ჩატარებული აქვს 30-ზე მეტი საკლუბო, 10-ზე მეტი ბავშვთა და მოზარდთა, 10 რეგიონალური და 4 საერთაშორისო შეჯიბრი.

"ენდურო ქლაბ ჯორჯიას" თანაორგანიზებით მოწყობილმა ღონისძიებამ "ექსტრიმ ფესტ გუდაური 2016" დიდი ინტერესი გამოიწვია საერთაშორისო მოტოსამყაროში.

4 წლის განმავლობაში კლუბის წევრებს საქართველოს სახელით, საერთაშორისო ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში მოპოვებული აქვთ არაერთი საპრიზო ადგილი.

"ენდურო ქლაბ ჯორჯიას" რამდენიმე წევრმა საკუთარი ძალებით დააფუძნა ჰასკი მოტოპარკი, მთაწმინდაზე, კოჯორის ქუჩაზე.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

მოტოპარკი გაიხსნა 30 აპრილს "ენდურო ქლაბ ჯორჯიას" და ჰასკი მოტოპარკის მიერ ორგანიზებული შეჯიბრით, სადაც მონაწილეობდა 50-მდე სპორტსმენი. ღონისძიებას ესწრებოდა ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავა, ბატონი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მისი მოადგილე ბატონი შალვა გოგოლაძე.

"ენდურო ქლაბ ჯორჯიას" მიერ ორგანიზებული შეჯიბრებების გენერალური სპონსორები არიან: ჰასკი მოტოპარკი, პიტ სტოპ მოტო, ტრანსპორტერი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული