პირველი და მეხუთე

AutoSharing Option
რალის ევროპისა და საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული ქართველ მრბოლელთა ეკიპაჟები სამშობლოში დაბრუნდნენ. შედეგებს მრბოლები მასმედიას დღეს, 13 ივნისს პრესკონფერენციაზე გააცნობენ.

საავტომობილო ფედერაციის ინფორმაციით, უკრაინაში, ქალაქ იალტაში გამართულ, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული რალის ERC  და IRC ტურნირში, ორ ლიტრამდე ძრავებით და წინა წამყვანი თვლებით აღჭურვილ ავტომობილთა კლასში (კლასი 8) პირველი ადგილი ქართველმა მრბოლელებმა არჩილ ბიძინაშვილმა და გოგა არჯევანიძემ მოიპოვეს. ოთხი წამყვანი თვლით და ტურბირებული ძრავით აღჭურვილ ავტომობილთა კლასში (კლასი 3) კი მევლუდ მელაძემ და სანდრო ლომაძემ მეხუთე ადგილი დაისაკუთრეს.

"ამ პრესტიჟულ ტურნირში მსოფლიოს
102 ქვეყნის ეკიპაჟი მონაწილეობდა, რომელთაგან 700 კილომეტრიან საფინიშო ხაზამდე მხოლოდ 42 მივიდა. რბოლა იალტასთან ახლოს აი-პეტრის მთაზე მიმდინარეობდა. დასაძლევი იყო ურთულესი მონაკვეთი ზღვის სანაპიროდან მთის წვერამდე და უკან. ეკიპაჟები საკმაოდ მომზადებული ჩამოვიდნენ - ტექნიკური ჯგუფის თანხლებით და საკუთარი კვების ობიექტებით. ჩვენ კი საქართველოს დროშის ამარა ვიყავით, რადგან არავითარი დაფინანსება არ გაგვაჩნდა. მიუხედავად უამრავი სირთულისა, მაინც მოვახერხეთ გამარჯვება - აცხადებს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართლაც გმირობის ტოლფასია ჩვენი ეკიპაჟების მიერ ამ შედეგების მიღწევა, იმედია პოტენციური სპონსორები და სპორტის დეპარტამენტი ეხლა მაინც დაინტერესდებიან ავტოსპორტით!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული