უქმეების წინ

AutoSharing Option
გასული უქმეები სერიოზულად იყო დატვირთული უმაღლესი დონის სარბოლო მოვლენებით, ამიტომაც ავტოსპორტის მოყვარულებს ამ შაბათ-კვირას ბევრით ვერაფრით გააკვირვებენ, თუმცა მომავალ უქმეებზე არანაკლებ ცხარე ბრძოლები გველოდება და არა მხოლოდ ავტოდრომებზე, არამედ საბერძნეთის ქვა-ღორღიან გზებზე, სადაც ყველაფერი მზადაა აკროპოლისის რალის სტარტისთვის.

გარდა ამისა, გერმანიაში გაიმართება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის DTM-ის მეოთხე ეტაპი. ამასთან დაკავშირებით გულშემატკივარს აწუხებს არა მარტო "აუდისა" და "მერსედესის" დაპირისპირება, არამედ მაიკ როკენფელერის ჯანმრთელობა, რომელიც სერიოზულ ავარიაში მოხვდა "ლე მანის 24-საათიან" რბოლაში. ჩეხეთის ბრნოში კი ბრძოლას გამართავენ WTCC-ის პილოტები. თუმცა ეს
დაპირისპირება "შევროლეს" პილოტების - რობერტ ჰაფის, ივან მიულერისა და ალან მენიუს შიდაგუნდურ დაპირისპირებამდე დადის.

რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი
აკროპოლისის რალი
შტაბი - ლოუტრაკი, საბერძნეთი
საფარი - ქვა-ღორღი
სპეცმონაკვეთი - 18
დისტანცია - 348,80 კმ
საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ლოები (Citroen) - 126 ქულა
2. მიკო ჰირვონენი (Ford) - 113
3. სებასტიან ოჟიე (Citroen) - 96
4. იარი-მარი ლატვალა (Ford) - 74
5. პეტერ სოლბერგი (Citroen) – 61
განრიგი
17 ივნისი, 09:08 - I დღე
18 ივნისი, 11:02 - II დღე
19 ივნისი, 09:03 - III დღე
19 ივნისი, 14:00 - Power stage

DTM
IV ეტაპი
ტრასა - ლაუზიტცი, გერმანია
წრის სიგრძე – 3,478 კმ
შარშანდელი გამარჯვებული - ბრუნო შპენგლერი (Mercedes)
საერთო ჩათვლა
1. ბრუნო შპენგლერი (Mercedes) - 23 ქულა
2. მარტინ ტომჩიკი (Audi) - 20
3. მაიკ როკენფელერი (Audi) - 14
4. რალფ შუმახერი (Mercedes) - 14
5. ტიმო შაიდერი (Audi) – 11
განრიგი
18 ივნისი, 14:40 – კვალიფიკაცია
19 ივნისი, 15:00 - რბოლა

WTCC
V ეტაპი
ტრასა - ბრნო, ჩეხეთი
წრის სიგრძე – 5,403 კმ
საერთო ჩათვლა
1. რობერტ ჰაფი (Chevrolet) - 150 ქულა
2. ივან მიულერი (Chevrolet) - 119
3. ალან მენიუ (Chevrolet) - 104
4. გაბრიელე ტარკუანი (SEAT) - 75
5. ტიაგო მონტეირუ (SEAT) - 74
განრიგი
18 ივნისი, 10:00 - I ვარჯიში
18 ივნისი, 12:30 - II ვარჯიში
18 ივნისი, 15:00 - კვალიფიკაცია
19 ივნისი, 10:00 - Warm-up
19 ივნისი, 14:05 - I რბოლა
19 ივნისი, 16:15 - II რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული