ფავორიტი რადიაციას უფრთხის

AutoSharing Option
მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორებმა დაადასტურეს, რომ იაპონიის გრანპრი დათქმულ ვადაში გაიმართება იმის მიუხედავად, რომ ეს ქვეყანა მარტში სერიოზულად დაზარალდა ძლიერი მიწისძვრისა და დამანგრეველი ცუნამის გამო.

თავდაპირველად ორგანიზატორები შიშობდნენ, რომ ვერ მოესწრებოდა სტიქიის გამო მიყენებული ზარალის ლიკვიდაცია, გარდა ამისა, სპორტსმენებს არ სურდათ გაზრდილი რადიაციული ფონის ქვეშ გამოსვლა. მაგრამ ყველა შიში ამაო გამოდგა და რბოლა წინასწარ დაგეგმილ ვადაში - ოქტომბერში გაიმართება.

თუმცა არის ერთი მოტომრბოლი, რომელიც არ აპირებს ამომავალი მზის ქვეყანაში გამგზავრებას. ეს გახლავთ "ჰონდას" წევრი, ჩემპიონატის საერთო ჩათვლის ლიდერი კეისი სტოუნერი.
მას სწორედ რადიაციის შიში აქვს.

"მე ჩემთვის დიდი ხანია გადავწყვიტე, რომ იაპონიაში არ გავემგზავრები. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ მე არ მაქვს ასეთი აზრი. ორგანიზატორებმა გადაწყვიტონ, რა მოვიმოქმედოთ მომავალში", - ამბობს ავსტრალიელი მოტომრბოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული