თავდაპირველად ორგანიზატორები შიშობდნენ, რომ ვერ მოესწრებოდა სტიქიის გამო მიყენებული ზარალის ლიკვიდაცია, გარდა ამისა, სპორტსმენებს არ სურდათ გაზრდილი რადიაციული ფონის ქვეშ გამოსვლა. მაგრამ ყველა შიში ამაო გამოდგა და რბოლა წინასწარ დაგეგმილ ვადაში - ოქტომბერში გაიმართება.
თუმცა არის ერთი მოტომრბოლი, რომელიც არ აპირებს ამომავალი მზის ქვეყანაში გამგზავრებას. ეს გახლავთ "ჰონდას" წევრი, ჩემპიონატის საერთო ჩათვლის ლიდერი კეისი სტოუნერი.
"მე ჩემთვის დიდი ხანია გადავწყვიტე, რომ იაპონიაში არ გავემგზავრები. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ მე არ მაქვს ასეთი აზრი. ორგანიზატორებმა გადაწყვიტონ, რა მოვიმოქმედოთ მომავალში", - ამბობს ავსტრალიელი მოტომრბოლი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"