ახალგაზრდა პილოტმა ბოლო დღის წინ 40-წამიანი უპირატესობა მოიპოვა და მართალია, ლოები ამის შემდეგ ყოველ სპეცმონაკვეთზე ამცირებდა ჩამორჩენას, მაგრამ ბოლოს მაინც იძულებული გახდა მეორე ადგილით დაკმაყოფილებულიყო.
ოჟიესთვის ეს იყო მეოთხე მოგება კარიერაში და პირველი ასფალტის საფარზე. რაც მთავარია, ის კიდევ უფრო
რაც შეეხება ფორმულა 1-ის მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს კიმი რაიკონენს, ის მეექვსე ადგილზე გავიდა, რაც რალიში მისი კარიერის საუკეთესო შედეგის გამეორებაა.
ჩემპიონატი 9 სექტემბერს ავსტრალიაში გაგრძელდება, სადაც წარმატების იმედი აქვს ჰირვონენს. "ფორდს" აწყობს იქაური ღორღიანი საფარი.
IX ეტაპი. გერმანიის რალი
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 3:32.15,9; 2. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - +39,8; 3. დანიელ სორდო (ესპანეთი, "მინი") - +1.55,6; 4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - +2.43,7; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - +3.48,0; 6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - +7.24,6; 7. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - +7.45,9...
საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 192 ქულა; 2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 167; 3. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 156; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 96; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 94; 6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდ სტობარტი") - 56; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "ფორდი") - 40; 8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 34; 9. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 32; 10. დანიელ სორდო (ესპანეთი, "მინი") - 23...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"