უქმეების წინ

AutoSharing Option
11 სექტემბერს იტალიის მონცაში ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატი განახლდება. რა თქმა უნდა, მომავალ რბოლაში "ფერარის" დიდი მხარდაჭერა გარანტირებული აქვს, თუმცა საკითხავია, დაეხმარება თუ არა ეს "სკუდერიას" "რედ ბულთან" კონკურენციაში.

GP2-ის სერია დასასრულს უახლოვდება და ჩემპიონი უკვე ცნობილია - რომან გროსჟანი. თუმცა ფრანგი არ უნდა მოდუნდეს, რადგან ფორმულა 1-ში დამკვიდრების პირველი მცდელობა მას არ გამოუვიდა და ახლა, "სამეფო რბოლებში" გადასვლის მეორე შანსი გაუჩნდა.

რალის მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი ავსტრალიის მტვრიან გზებზე გაიმართება. ასეთ პირობებში თავს ძალიან კარგად გრძნობს სებასტიან ლოები, თუმცა
ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ეტაპის წინა გამარჯვებული მიკო ჰირვონენი გახლავთ. ისე კი, ტიტულისთვის წელს სამი პილოტი იბრძვის, ასე რომ, დარჩენილ რბოლების დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ფორმულა 1
იტალიის გრანპრი
ჩატარების ადგილი - მონცა, იტალია
წრის სიგრძე - 5 793 მ
საუკეთესო წრე - 1:21,046 (ბარიკელო, 2004)

საერთო ჩათვლა
1. ფეტელი (რედ ბული) - 259 ქულა
2. უებერი (რედ ბული) - 167
3. ალონსო (ფერარი) - 157
4. ბატონი (მაკლარენი) - 119
5. ჰემილტონი (მაკლარენი) - 146
6. მასა (ფერარი) - 74
7. როსბერგი (მერსედესი) - 56
8. შუმახერი (მერსედესი) - 42
განრიგი
9 სექტემბერი, 12:00 - I პრაქტიკა
9 სექტემბერი, 16:00 - II პრაქტიკა
10 სექტემბერი, 13:00 - III პრაქტიკა
10 სექტემბერი, 16:00 - კვალიფიკაცია
11 სექტემბერი, 16:00 - რბოლა

GP2
იტალიის გრანპრი
ჩატარების ადგილი - მონცა, იტალია
წრის სიგრძე - 5 793 მ
შარშანდელი გამარჯვებულები - ბერდი, ფიტორისი
საერთო ჩათვლა
1. გროსჟანი - 83 ქულა
2. ვან დერ გარდე - 49
3. ბიანკი - 48
4. პიკი - 42
5. ფილიპი - 40
6. ბერდი - 37

განრიგი
9 სექტემბერი, 17:55 - კვალიფიკაცია
10 სექტემბერი, 17:40 - I რბოლა
11 სექტემბერი, 12:35 - II რბოლა

რალი
ავსტრალია
შტაბი - კოფს-ჰარბორი
საფარი - ღორღი
სპეცმონაკვეთების რაოდენობა - 26
ბოლო გამარჯვებული (2009 წ) - მიკო ჰირვონენი

საერთო ჩათვლა
1. ლოები (სიტროენი) - 192 ქულა
2. ოჟიე (სიტროენი) - 167
3. ჰირვონენი (ფორდი) - 156
4. ლატვალა (ფორდი) - 96
5. პ. სოლბერგი (სიტროენი) - 94
6. ოსტბერგი (ფორდი) - 56

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული