მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა მოტორბოლაში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონის - ვალენტინო როსის კარიერაში. ლეგენდარულმა იტალიელმა შვიდწლიანი თანამშრომლობის შემდეგ "იამაჰა" დატოვა და "დუკატისთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი. ვალენტინო ახალი გუნდის მოტოციკლით მომავალი სეზონიდან იასპარეზებს.
ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ექსპერტები აცხადებდნენ, რომ ორი ძლიერი მოტომრბოლი - როსი და ხორხე ლორენსო ვერ ეწყობიან ერთმანეთს და "იამაჰაში" მათი თანამშრომლობა დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. ვარაუდი გამართლდა: "იამაჰამ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ვალენტინო ტოვებს იაპონულ საჯინიბოს. როსიმ შვიდი წლის განმავლობაში ოთხი ტიტული მოიპოვა და ჯამში 45 გრან-პრი მოიგო.
"მოხარულები ვართ
ახალ გუნდში იტალიელის პარტნიორი ამერიკელი ნიკი ჰეიდენი იქნება ამ სეზონში "დუკატის" ლიდერი, ავსტრალიელი კეისი სტოუნერი, სავარაუდოდ, "ჰონდაში" გადავა.
"ორი სიტყვით რთული ასახსნელია, რა დამოკიდებულება იყო ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ჩემსა და "იამაჰას" შორის, - ამბობს როსი. - 2004 წელს, ამ გუნდში მისვლის დღიდან ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ. სამწუხაროდ, ყველაზე ისტორიასაც აქვს დასასრული".
კვირას როსიმ მოტოგრან-პრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მეათე ეტაპში მიიღო მონაწილეობა და მეხუთე ადგილი დაიკავა, რაც წინა დღეს, კვალიფიკაციაში განცდილი ავარიის ფონზე საკმაოდ კარგი შედეგია.
ბრნოს ტრასაზე პროგნოზისამებრ სტარტი დანიელ პედროსამ მოიგო - სწორედ მას ჰქონდა წინა დღეს აღებული პოული. ამერიკელმა ბენ სპისმა ესპანელს ვერაფერი მოუხერხა და პირველ მოსახვევში მეორე ადგილზე დარჩა. სასტარტო მესამე პოზიცია შეინარჩუნა ხორხე ლორენსომ, რომელმაც პირველი წრე ლიდერის რანგში დაასრულა. მან ჯერ სპისს გაუსწრო, შემდეგ კი პედროსას შეცდომით ისარგებლა და წინ გაიჭრა.
ცუდი სტარტი ჰქონდა როსის. იტალიელი გვიან დაიძრა ადგილიდან და მერვე პოზიციამდე ჩამოქვეითდა - მან წინ გაუშვა დოვიციოზო, ედვარდსი და ჰეიდენი. თავის მხრივ, დოვიციოზომ სტოუნერს გაასწრო, მაგრამ მალე დაეცა და მისთვის რბოლამ ყოველგვარი აზრი დაკარგა. ანდრეამ სამი წრის გავლის შემდეგ ბოქსებისკენ შეუხვია და რბოლა შეწყვიტა.
საერთო ჯამში, ჩეხეთის გრან-პრიმ მშვიდად ჩაიარა. სპისმა სტარტიდან რამდენიმე წრის შემდეგ პედროსა და სტოუნერი გაუშვა წინ, ხოლო როსიმ ჰეიდენისა და ედვარდსის გასწრებით მეხუთე ადგილი დაიბრუნა. ლიდერებს შორის კი ბრძოლა არ ყოფილა. პედროსა შეეცადა ლორენსოზე იერიშის მიტანას, მაგრამ ხორხემ იოლად მოიგერია კონკურენტის სუსტი შეტევები.
ერთადერთი ინტრიგა იყო - როგორ აღნიშნავდა მორიგ გამარჯვებას ლორენსო? წინა ეტაპზე ამერიკის გრან-პრის მოგების შემდეგ, მან ასტრონავტის სკაფანდრი ჩაიცვა. ამჯერად მოტოციკლი ტრასაზე გააჩერა და იქვე გოლფის მოედანზე გავიდა, სადაც იოლად ჩააგდო ბურთი ორმოში. ასევე იოლად მოიგებს ესპანელი მსოფლიოს ჩემპიონატს. ხორხე კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ტიტულს - წელს მეშვიდე ეტაპი მოიგო და 77 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს.
ჩეხეთის გრან-პრი
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 43.22,638; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - +5,494; 3. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - +11,426; 4. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +13,723; 5. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - +17,930; 6. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - +26,815...
საერთო ჩათვლა
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 235 ქულა; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 158; 3. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - 119; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - 115; 5. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - 101; 6. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - 99...
ლელო