ბრიტანელი ავტომრბოლი საზარელ ავარიაში დაიღუპა

AutoSharing Option
ვიდეო
ბრიტანელი ავტომრბოლი დენ უელდონი ავარიაში დაიღუპა, რომელიც 16 ოქტომბერს, ლას-ვეგასში INDYCAR-ის 2011 წლის სეზონის ბოლო ეტაპის დროს მოხდა.

რბოლის მე-12 წრის მეორე მოსახვევში მასიური შეტაკება მოხდა, რომელშიც 15 ბოლიდი მონაწილეობდა. უელდონის ბოლიდი სხვა მანქანასთან შეხების შემდეგ ჰაერში აფრინდა და კედელს შეეჯახა.

ავტომრბოლი შვეულმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა.

ავარიის შემდეგ რბოლა შეაჩერეს და პილოტებმა უელდონის ხსოვნის პატივსაცემად 5 წრე ნელი სვლით გაიარეს.

დენ უელდონი 33 წლის იყო. INDYCAR-ის სერიის რბოლებში მისი პირველი დებიუტი 2002 წელს შედგა, ხოლო სამი
წლის შემდეგ მან სერიის ჩემპიონობა მოიპოვა. 2005 და 2011 წელს უელდონი "ინდიანაპოლისის 500 მილის" გამარჯვებული გახდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული