მალაიზიის ეტაპი მეორე წრეზე შეწყდა მას შემდეგ, რაც ავარიაში მოყვნენ მარკო სიმონჩელი, კოლინ ედვარდსი და ვალენტინო როსი.
სიმონჩელი მეორე წრეზე ძალიან სწრაფად შევიდა ერთ-ერთ მოსახვევში, მოტოციკლზე კონტროლი დაკარგა და შეეცადა გარე რადიუსზე გასულიყო. სწორედ ამ დროს შეეჯახნენ მას ედვარსი და როსი.
ედვარდსი დამოუკიდებლად გადმოდგა ტრასიდან, როსი საერთოდ არ ჩამოვარდნილა მოტოციკლიდან და ბოქსებამდე მიაღწია. ამ ინციდენტის შემდეგ რბოლა შეწყდა, მოგვიანებით კი ორგანიზატორებმა საერთოდ გააუქმეს ეტაპი.
როგორც შემდეგ გაირკვა, სიმონჩელი საავადმყოფოში გონს მოეგო, მაგრამ მისი მდგომარეობა კრიტიკული გახლდათ და მარკოს გადარჩენა ვერ მოახერხეს. იტალიელი 24 წლის იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"