კიდევ ერთი ტრაგედია

AutoSharing Option
ვიდეო
მეორე კვირაა ავტომოტოსამყაროში საშინელი ტრაგედიები ხდება. ერთი კვირის წინ ლას ვეგასის ოვალზე დონ უელდონის დაღუპვით გამოწვეული ექო არ ჩამცხრალა და ახლა, მორიგი ტრაგედია მოხდა. გუშინ, მალაიზიაში მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგ რბოლაში დაიღუპა ამ სერიის ერთ-ერთი უძლიერესი მოტომრბოლი მარკო სიმონჩელი.

მალაიზიის ეტაპი მეორე წრეზე შეწყდა მას შემდეგ, რაც ავარიაში მოყვნენ მარკო სიმონჩელი, კოლინ ედვარდსი და ვალენტინო როსი.
სიმონჩელი მეორე წრეზე ძალიან სწრაფად შევიდა ერთ-ერთ მოსახვევში, მოტოციკლზე კონტროლი დაკარგა და შეეცადა გარე რადიუსზე გასულიყო. სწორედ ამ დროს შეეჯახნენ მას ედვარსი და როსი.
ავარიის შედეგად სიმონჩელის ჩაფხუტი მოძვრა და ტრასაზე უგონოდ დაეცა.

ედვარდსი დამოუკიდებლად გადმოდგა ტრასიდან, როსი საერთოდ არ ჩამოვარდნილა მოტოციკლიდან და ბოქსებამდე მიაღწია. ამ ინციდენტის შემდეგ რბოლა შეწყდა, მოგვიანებით კი ორგანიზატორებმა საერთოდ გააუქმეს ეტაპი.

როგორც შემდეგ გაირკვა, სიმონჩელი საავადმყოფოში გონს მოეგო, მაგრამ მისი მდგომარეობა კრიტიკული გახლდათ და მარკოს გადარჩენა ვერ მოახერხეს. იტალიელი 24 წლის იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული