"სიტროენის" 37 წლის პილოტს ივლისის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული რალის ეტაპი. ლოებმა სუსტად ჩაატარა ბოლო ორი რბოლა ავსტრალიასა და საფრანგეთში, რითაც კონკურენტებს დაწევის საშუალება მისცა.
ესპანეთის რალის წინ "ფორდის" პილოტ მიკო ჰირვონენს იმდენიმე ქულა ჰქონდა, რამდენიც სახელოვან ფრანგს, ხოლო "სიტროენის" ახალგაზრდა წევრი სებასტიან ოჟიე ამ დუეტს სამი ქულით ჩამორჩებოდა. ასე რომ, კატალონიაში დიდი ბრძოლა იყო მოსალოდნელი, მით
მართლაც, რბოლა ფავორიტებს შორის თანაბარი ბრძოლით დაიწყო, მაგრამ პირველი დღის ბოლოს ჰირვონენი და ოჟიე საბურავების დაზიანებისა და საკუთარი შეცდომების გამო ჩამორჩნენ ლოებს. შესაბამისად, შაბათ-კვირას ასფალტის საფარზე მსოფლიოს შვიდზის ჩემპიონის დაწევა შეუძლებელი ჩანდა. სებასტიანს ბოლო მომენტამდე მხოლოდ "ფორდის" მეორე პილოტი იარი-მატი ლატვალა მისდევდა, მაგრამ არც მას გამოუვიდა არაფერი.
ამიტომაც ფინიშამდე ცოტა ხნით ადრე ლატვალამ სპეციალურად დააგვიანა დროის კონტროლის პუნქტთან, რათა ჯარიმა მიეღო. ამით ის საბოლოო ოქმში ჰირვონენის უკან აღმოჩნდა, რადგან ამ უკანასკნელს ქულები უფრო მეტად სჭირდება.
საბოლოოდ, სებასტიანმა ორ წუთზე მეტით აჯობა ჰირვონენს და მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო ეტაპის წინ ფინელზე რვაქულიანი უპირატესობა მოიპოვა. თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, ქულათა ეს სხვაობა ლოებს ეყოფა იმისთვის, რომ სეზონის დასკვნით რბოლაში კარიერაში ზედიზედ მერვე ტიტული მოიპოვოს.
ოჟიემ ძრავასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ფინიშამდე ვერ მიაღწია. იგივე მიზეზით ვერ დაასრულა რბოლა კიმი რაიკონენმა, ნორვგეიელი პეტერ სოლბერგი კი პირველივე სპეცმონაკვეთზე ავარიაში მოხვდა - ამის მიზეზი გახდა წინა მანქანისგან წარმოქმნილი მტვერი.
ჩემპიონატის ბოლო ეტაპი 10-13 ნოემბერს უელსში გაიმართება.
XII ეტაპი. ესპანეთის რალი
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 4:05.39,3; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - +2.06,9; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - +2.32,4; 4. დანიელ სორდო (ესპანეთი, "მინი") - +3.24,1; 5. კრის მიკი (ბრიტანეთი, "მინი") - +5.15,0; 6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - +5.54,2; 7. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, "სიტროენი") - +9.31,8; 8. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - +9.40,1; 9. დენის კუიპერსი (ჰოლანდია, "ფორდი") - +11.13,8; 10. იუჰო ჰანინენი (ფინეთი, "შკოდა") - +13.49,2...
საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 222 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 214; 3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 193; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 146; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 110; 6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდ სტობარტი") - 70; 7. დანიელ სორდო (ესპანეთი, "მინი") - 57; 8. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "ფორდი") - 53; 843; 9. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 44; 10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 34...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"