სტარტი პოულის მფლობელმა მარკ მარტინმა მოიგო და მას ნასკარის სერიის ხუთგზის ჩემპიონი ჯიმი ჯონსონი გამოედევნა, რომელიც ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ეტაპით ადრე საერთო ჩათვლაში 35 ქულას აგებს ლიდერ კარლ ედვარდსთან.
პილოტები ავარიებს აქაც ვერ გადაურჩნენ. მე-80 წრეზე არ გაუმართლა რაიან ნიუმენს, რომელმაც, საბოლოოდ, რბოლა 38-ე ადგილზე დაასრულა.
ფინიშამდე 84 წლით ადრე ეი ჯეი ალმენდინგერმა დაუშვა შეცდომა და რამდენიმე პილოტი დააზარალა,
შემდეგი ავარია 174-ე წრეზე მოხდა. ერთმანეთს შეეჯახნენ ბობი ლაბონტე და კურტ ბუში, რომელიც ასევე მაღალი ადგილებისთვის იბრძვის საერთო ჩათვლაში. ამ ინციდენტის გამო ბუში რბოლის საბოლოო ოქმში 36-ე ადგილზე აღმოჩნდა.
ამ ეტაპის ბოლო ინციდენტი 181-ე წრეზე მოხდა, როცა რეგან სმიტი დამცავ ბარიერს შეეჯახა. სტიუარდებმა ყვითელი დროშები ააფრიალეს და ამის შემდეგ რბოლას რესტარტი ფინიშამდე ორი წრით ადრე მისცეს. ლიდერობის შენარჩუნება არ გასჭირვებია კლინტ ბოუერს, რომელმაც ფინიშზე თანაგუნდელ ჯეფ ბარტონს აჯობა და სეზონში პირველ გამარჯვებას მიაღწია.
საერთო ჩათვლის ლიდერი კარლ ედვარდსი მე-11 მივიდა ფინიშთან და ახლა 14 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს - თანაგუნდელ მეტ კენსეტს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"