ამჯერად ტექსასის ტრასაზე ავარიები არც ისე ხშირი მოვლენა იყო. პირველი სერიოზული ინციდენტი 201-ე წრეზე მოხდა, როცა ჯოფრი ბოდინმა ვერ დაიმორჩილა მანქანა და ამით ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი ხუან პაბლო მონტოია და ბრაიან ვიკერსი დააზარალა.
240-ე წრეზე არ გაუმართლა ნასკარის სერიის ხუთგზის
რბოლა სათავეში ჯეფ ბარტონი ედგა, საერთო ჩათვლის ლიდერები - სტიუარტი და ედვარდსი მეორე და მესამე პოზიციაზე იყვნენ. ეტაპი ასეთი თანმიმდევრობით დასრულდებოდა, ფინიშამდე ოთხი წრით ადრე ბარტონს შეცდომა რომ არ დაეშვა.
საბოლოოდ, ბოლო რვა რბოლაში მეოთხე გამარჯვების წყალობით, სტიუარტმა კიდევ უფრო დამაინტრიგებელი გახადა ნასკარის დარჩენილი ორი ეტაპი, სადაც გაირკვევა კიდეც ამ პრესტიჟული სერიის გამარჯვებულის ვინაობა.
შემდეგი რბოლა 13 ნოემბერს ფინიქსში გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"