ჯერ ისევ არეული რბოლა

AutoSharing Option
დაკარის ავტომარათონზე გრძელდება ტენდენცია, რომლის მიხედვითაც პრაქტიკულად ყველა ეტაპის შემდეგ იცვლება ლიდერი. მხოლოდ მოტომრბოლთა გენერალურ კლასიფიკაციაშია მეტნაკლებად სტაბილური მდგომარეობა.

მეოთხე ეტაპის მიმოხილვა დავიწყოთ ავტომობილების კლასით. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ არ გაუმართლათ "ჰამერის" წევრებს: ალ-ატიია და გორდონი ისევ სწრაფად მოძრაობენ, მაგრამ არასტაბილურები არიან. ამჯერადაც, ალ-ატიიამ კარგად დაიწყო და მეხუთე საშუალედო ფინიშზე სამ წუთს უგებდა პეტერანსელს, რაც საერთო ჩათვლაში მეორე ადგილს ნიშნავდა, მაგრამ შემდეგ მოქმედი ჩემპიონი ტალახში გაეჩხირა და ძალიან ბევრი დრო დაკარგა. საბოლოოდ, მე-16 ადგილი 26-წუთიანი (!) ჩამორჩენით.

ალ-ატიიას პრობლემების
წყალობით პირველი ადგილი დაიკავა პეტერანსელმა, რომელმაც ხუთი წუთით გაუსწრო ორლანდო ტერანოვას და თითქმის შვიდით - ჟინიელ დე ვილიერს. ნანი რომამ შვიდნახევარი წუთი წააგო, საერთო ჩათვლის ყოფილმა ლიდერმა კშიშტოფ ჰოლოვჩიკმა - თითქმის 11.

საერთო ჩათვლას ახალი ლიდერი ჰყავს - პეტერანსელი დე ვილიერს ხუთნახევარ წუთს უგებს.

მსუბუქი
IV ეტაპი
1. პეტერანსელი (Mini) - 3.49,33; 2. ტერანოვა (Toyota) - +5,19; 3. დე ვილიერი (Toyota) - +6,42; 4. რომა (Mini) - +7,35; 5. ჰოლოვჩიკი (Mini) - +10,51; 6. სოუზა (Great Wall) - +11,40...

საერთო ჩათვლა
1. პეტერანსელი (Mini) - 9.43,20; 2. დე ვილიერი (Toyota) - +5,41; 3. რომა (Mini) - +6,44; 4. ჰოლოვჩიკი (Mini) - +8,10; 5. გორდონი (Hummer) - +16,23; 6. ნოვიცკი (Mini) - +26,25...

* * *
როგორც გითხარით, ყველაზე სტაბილურად ლიდერები მოტოციკლების კლასში გამოიყურებიან, სადაც დამაჯერებლად გამოდის მარკ კომასა და სირილ დეპრეს დუეტი. მესამე ეტაპი ფრანგმა უკეთ ჩაატარა, მეორე დღეს კი ესპანელმა იაქტიურა. კომა ეტაპის მსვლელობისას თითქმის ოთხ წუთს უგებდა კონკურენტს, მაგრამ საბოლოოდ, მხოლოდ ორი წუთი ჩამოაკლო ჩამორჩენას. გენერალურ კლასიფიკაციაში სირილი ინარჩუნებს რვაწუთიან უპირატესობას, თავად კომა კი უკვე 19 წუთს უგებს მესამეადგილოსან ელდერ როდრიგესს.

მოტოციკლი
IV ეტაპი
1. კომა (KTM) - 4.16,43; 2. დეპრე (KTM) - +2,02; 3. ვერჰოვენი (Sherco) - +8,26; 4. როდრიგესი (Yamaha) - +9,01; 5+11,18; 6. გარსია (KTM) - +11,20...

საერთო ჩათვლა
1. დეპრე (KTM) - 11.50,27; 2. კომა (KTM) - +8,10; 3. როდრიგესი (Yamaha) - +26,48; 4. ლოპესი (Aprilia) - +29,50; 5. კასტო (Yamaha) - +30,37; 6. გონსალვეში ("ჰუსკვარნა") - 35,16...

* * *
სატვირთო მანქანების კლასში ცუდი დღე ჰქონდათ კამაზ-ის პილოტებს, რითაც კარგად ისარგებლეს კონკურენტებმა, განსაკუთრებით, ჰოლანდიელმა ჟერარ დე როოიმ. სწორედ მან მოიგო სპეცმონაკვეთი, რამაც გენერალურ კლასიფიკაციაში ლიდერობის დაბრუნების საშუალება მისცა. თუმცა ახლოს არიან Iveco-ში მისი თანაგუნდელები - ჰანს სტეისი და მიკი ბიაზონი. კამაზ-ის წევრთაგან ყველაზე ახლოს ლიდერთან არტურ არდავიჩუსია - ის დე როოის 13 წუთით ჩამორჩება.

სატვირთო
IV ეტაპი
1. დე როოი (Iveco) - 4.22,12; 2. სტეისი (Iveco) - +1,13; 3. ბიაზონი (Iveco) - +1,43; 4. ვან ვლიე (MAN) - +6,22; 5. ეჰტერი (MAN ) - +9,38; 6. ლოპრაისი (Tatra) - +10,42...

საერთო ჩათვლა
1. დე როოი (Iveco) - 11.10,13; 2. სტეისი (Iveco) - +2,42; 3. ბიაზონი (Iveco) - +3,06; 4. ლოპრაისი (Tatra) - +12,57; 5. არდავიჩუსი (KAMAZ) - +13,03; 6. ვან ვლიე (MAN) - +19,22...

* * *
კვადროციკლების კლასში ლიდერობა დაკარგეს ძმებმა პატრონელებმა, რომლებსაც ტომას მაფეიმ გაუსწრო. დღის განმავლობაში ტომასი სწრაფად მოძრაობდა და რაღაც მომენტში მისმა უპირატესობამ თითქმის 10 წუთს მიაღწია. თუმცა ეტაპის ბოლოსკენ მცირებით გაფლანგა კომფორტული ჰანდიკაპი და საბოლოოდ, ალეხანდროსა და მარკოს პატრონელის ხუთნახევარი და რვა წუთი მოუგო, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა გენერალურ კლასიფიკაციაში პირველ ადგილზე გადასასვლელად.

კვადროციკლები
საერთო ჩათვლა

1. მაფეი (Yamaha) - 14.48,42; 2. ა. პატრონელი (Yamaha) - +2,52; 3. მ. პატრონელი (Yamaha) - +6,10; 4. ბონეტო (Honda) - +1.05,04; 5. კაზალე (Yamaha) - +1.51,56; 6. დუვერნე-პრე (Honda) - +1.54,30...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული