კამაზი რალიდან გააგდეს

AutoSharing Option
სამხრეთ ამერიკაში მიმდინარე "დაკარის" რალი-რეიდზე სკანდალი მოხდა რუსეთის გუნდის - "კამაზ-მასტერის" მონაწილეობით.

ამ საჯინიბოს ლიდერი და პირველი ნომერი ედუარდ ნიკოლაევი რბოლიდან მოხსნეს იმ ინციდენტის შემდეგ, რომელსაც მეოთხე ეტაპის დროს ჰქონდა ადგილი.

სპეცმონაკვეთის 267-ე კილომეტრზე ნიკოლაევის სატვირთო მანქანა არგენტინელი მარკოს დი პალმას "ტოიოტას" შეეჯახა. დი პალმამ აღიარა თავისი შეცდომა იმაში, რომ ტრასის შუაში იყო გაჩერებული და გამაფრთხილებული ნიშნები არ ჰქონდა გამოფენილი. "ტოიოტას" ჯიპი გადაბრუნდა, კამაზის ეკიპაჟმა კი 10 წუთი დახარჯა არგენტინელისთვის დახმარების გასაწევად. საბოლოოდ, რუსებს დაკარგული დრო აუნაზღაურეს, მაგრამ შემდეგ სიმართლე
გაირკვა.

ინციდენტის დეტალურად განხილვის შემდეგ გაირკვა, რომ რუსების დახმარება არასაკმარისი იყო და ამ 10 წუთში კამაზის ეკიპაჟმა თავის მანქანაზე საბურავი გამოცვალა, ეს კი რეგლამენტით აკრძალულია. ისე გამოვიდა, რომ რუსეთის გუნდმა არა კოლეგის დახმარებისთვის, არამედ საბურავის გამოცვლისთვის დახარჯული დროის კომპენსირება მოითხოვა.

ასე რომ, ნიკოლაევის გაძევებით კონკურენტებმა კამაზის მრავალწლიანი ჰეგემონიის დამხობის სერიოზული შანსი მიიღეს.

ამჟამად არგენტინასა და ჩილეში ძლიერი წვიმებია, რის გამოც მეხუთე ეტაპი შეამოკლეს, ხოლო მეექვსე (რომელში ავტომარათონის მონაწილეები არგენტინიდან ჩილეში უნდა გადასულიყვნენ) საერთოდ გააუქმეს. სამაგიეროდ, მეშვიდე ეტაპი სრულფასოვანი იყო, რომლის შემდეგაც ოთხივე კლასში ასეთი მდგომარეობაა:

მსუბუქი
1. პეტერანსელი (Mini) - 15.32,53; 2. ჰოლოვჩიკი (Mini) - +11,22; 3. გორდონი (Hummer) - +13,09; 4. რომა (Mini) - +18,05; 5. დე ვილიერი (Toyota) - +34,07; 6. ალ-ატიია (Hummer) - +42,54...

მოტოციკლი
1. დეპრე (KTM) - 18.12,38; 2. კომა (KTM) - +7,48; 3. როდრიგესი (Yamaha) - +49,39; 4. გონსალვეში (Husqvarna) - +55,33; 5. კასტო (Yamaha) - +1.05,38; 6. ვილადომსი (KTM) - +1.07,40...

სატვირთო
1. დე როოი (Iveco) - 18.05,15; 2. ლოპრაისი (Tatra) - +17,10; 3. სტეისი (Iveco) - +33,14; 4. არდავიჩუსი (KAMAZ) - +45,15; 5. კარგინოვი (KAMAZ) - +1.02,29; 6. მარდეევი (KAMAZ) - +1.13,35...

კვადროციკლები
1. ა. პატრონელი (Yamaha) - +22.28,18; 2. მაფეი (Yamaha) - +58,53; 3. მ. პატრონელი (Yamaha) - +1.21,35; 4. ბონეტო (Honda) - +2.23,18; 5. კაზალე (Yamaha) - +2.59,51; 6. რამირესი (Can-Am) - +4.17.16...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული