დაკარი 2013: მარშრუტი უკუღმა

AutoSharing Option
ლეგენდარული რალი-რეიდის, დაკარის ორგანიზატორებმა 2013 წლის რბოლის მარშრუტის პრეზენტაცია მოაწყვეს.

პირველად ისტორიაში დაკარი სტარტს პერუს ტერიტორიიდან აიღებს. მარშრუტი არგენტინაზე გაივლის და ფინიში ჩილეშია დაგეგმილი. პირველი ეტაპის სტარტი პერუს დედაქალაქ ლიმაში ჩატარდება, სადაც წლევანდელი რალის ფინიში შედგა. სტარტის დღეა 5 იანვარი, ფინიში კი 20 იანვარს სანტიაგოში დაგეგმეს.

ასე რომ, ორგანიზატორების ჩანაფიქრით, რალის მონაწილეები ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით იმოძრავებენ.

კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ თუ წლევანდელი რალი ახალი წლის პირველ დღეს გაიმართა, გაისად სტარტი 5 იანვარს შედგება. ასე რომ, გუნდების ნაკლებად დატვირთულ
თანამშრომლებს ახალი წლის შინ შეხვედრის საშუალება ექნებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული