პამელა ანდერსონი ავტოსპორტში წავიდა

AutoSharing Option
ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა და ფოტომოდელმა პამელა ანდერსონმა საკუთარი სარბოლო მანქანა წარმოადგინა - 2012 წელს საჯინიბო Downforce1 by Pamela Anderson გამოვა სარბოლო სერიების - European Le Mans Series-ასა და International GT Open-ში. ანდერსონის გუნდი GT-ის კლასში იასპარეზებს.

პამელას თქმით, ის ავტოსპორტის დიდი თაყვანისმცემელია და განსაკუთრებით მოსწონს ნასკარისა და ფორმულა 1-ის რბოლები. ამიტომაც გადაწყვიტა მან საკუთარი გუნდის შექმნა.

"ვამაყობ ჩემი გუნდით, რომელსაც Downforce1 ჰქვია, - განაცხადა ანდერსონმა. - ამ ჯენტლმენებმა შეუძლებელი შეძლეს, როცა სულ რაღაც ოთხ თვეში შექმნეს სარბოლო გუნდი. ერთი სული
მაქვს, როდის ვიხილავ ჩემს მანქანებს ტრასაზე.

არ მჯერა, რომ ყველაფერი გამოგვივიდა. მხოლოდ მაშინ დავიჯერებ, როცა რბოლაში მონაწილე მანქანებს საკუთარი თვალით ვიხილავ. თქვენც იოლად გაარჩევთ მათ - ისინი ჩემს საყვარელ თეთრ და ლურჯ ფერებში იქნება გადაწყვეტილი".

ანდერსონის გუნდის ერთ-ერთი პილოტი იქნება ავსტრიელი მარკუს ფუქსი. მეორე პილოტის ვინაობა ჯერ არ დაუსახელებიათ.

რბოლებში Downforce1 by Pamela Anderson გამოიყენებს ბრიტანული Aston Martin Vantage V8 GT2-ის კუპეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული