მსოფლიოს ჩემპიონატი: ახალი ძრავებით და ძველი ფავორიტებით

AutoSharing Option
აპრილის პირველ უქმეებზე გაიმართება მოტოგრანპრის ახალი სეზონის პირველი ეტაპი - კატარის ღამის გრანპრი.

მსოფლიოს მთავარ მოტოსერიაში სიახლეა: მოტომრბოლები ერთლიტრიან პროტოტიპებზე გადასხდნენ, მაგრამ როგორც წინასასეზონო ტესტებმა აჩვენეს, ფავორიტთა სია დიდად არ შეცვლილა.

მოტოგრანპრიში გადავიდა Moto2-ის მოქმედი ჩემპიონი შტეფან ბრადლი; აგრეთვე - მისი რამდენიმე ნაკლებად ტიტულოვანი პარტნიორი. საერთო ჯამში კი, პელოტონი უცვლელი დარჩა, თუ არ ჩავთვლით ვეტერანი ლორის კაპიროსის წასვლას.

კვლავინდებურად ძლიერია “ჰონდა”, რომელსაც ტიტულის დაცვა უწევს როგორც პირად, ასევე გუნდურ ჩათვლაში. მასთან ახლოს არის “იამაჰა”, რომელმაც სეზონებს შორის პაუზისას სპონსორი გამოიცვალა,
რაც შეეხება “დუკატის”, ის აუტსაიდერებს შორის უნდა მოვიხსენიოთ.

ამიტომაც დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ტიტულს ერთმანეთში გაითამაშებენ კეისი სტოუნერი, ხორხე ლორენსო, დანი პედროსა და, ალბათ, ბენ სპისი. ტიტულოვანი ვალენტინო როსი და ნიკი ჰეიდენი ცალკეულ ეტაპებზე მოგებითაც კმაყოფილნი უნდა იყვნენ.

მონაწილეები
Repsol Honda Team - კეისი სტოუნერი/დანი პედროსა
Yamaha Factory Racing - ხორხე ლორენსო/ბენ სპისი
Ducati Team - ვალენტინო როსი/ნიკი ჰეიდენი
Monster Yamaha Tech 3 - ანდრეა დოვიციოზო/კელ კრატჩლოუ
LCR Honda MotoGP - შტეფან ბრადლი
Pramac Racing Team - ექტორ ბარბერი
Cardion AB Motoracing - კარელ აბრაჰამი
San Carlo Honda Gresini - ალვარო ბაუტისტა

კალენდარი
8 აპრილი - კატარი
29 აპრილი - ესპანეთი
6 მაისი - პორტუგალია
20 მაისი - საფრანგეთი
3 ივნისი - კატალონია
17 ივნისი - ბრიტანეთი
30 ივნისი - ჰოლანდია
8 ივლისი - გერმანია
15 ივლისი - იტალია
29 ივლისი - აშშ
19 აგვისტო - ინდიანაპოლისი
26 აგვისტო - ჩეხეთი
16 სექტემბერი - სან მარინო
30 სექტემბერი - არაგონი
14 ოქტომბერი - იაპონია
21 ოქტომბერი - მალაიზია
28 ოქტომბერი - ავსტრალია
11 ნოემბერი - ვალენსია

კატარის გრანპრი

ჩატარების ადგილი - ლოსეილი, კატარი
წრის სიგრძე - 5 380 მ
საუკეთესო წრე - 1:55,153 (სტოუნერი, 2008)

შარშანდელი ჩათვლა
1. სტოუნერი (ჰონდა) - 350 ქულა
2. ლორენსო (იამაჰა) - 260
3. დოვიციოზო (ჰონდა) - 228
4. პედროსა (ჰონდა) - 219
5. სპისი (იამაჰა) - 176
6. მარკო სიმონჩელი (ჰონდა) - 139
7. როსი (დუკატი) - 139
8. ნიკი ჰეიდენი (დუკატი) - 132

განრიგი
5 აპრილი, 20:55 - I პრაქტიკა
6 აპრილი, 19:00 - II პრაქტიკა
6 აპრილი, 21:55 - III პრაქტიკა
7 აპრილი, 20:55 - კვალიფიკაცია
8 აპრილი, 23:00 - რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული