მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ჩემპიონის ზედიზედ მეორე მოგება

AutoSharing Option
მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ეტაპს პორტუგალიამ უმასპინძლა და ზედიზედ მეორე რბოლის მოგების შემდეგ გენერალურ კლასიფიკაციას სათავეში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი კეისი სტოუნერი ჩაუდგა.

წინა ეტაპისგან განსხვავებით, როცა ავსტრალიელმა სტარტზე მეხუთე ადგილიდან გაიკვლია გზა გამარჯვებისკენ, სტოუნერს ამჯერად პოული ჰქონდა და ამან კიდევ უფრო გაუადვილა საქმე.

სტარტზე კეისიმ შეძლო კონკურენტების შეტევების მოგერიება და პელოტონს სათავეში ჩაუდგა. მეორე ადგილზე გადავიდა ლორენსო, სპისმა კი კრატჩლოუს გაუსწრო და პირველი წრის შემდეგ პილოტები ასეთი თანმიმდევრობით მიდიოდნენ:

სტოუნერი, ლორენსო, პედროსა, სპისი, კრატჩლოუ, დოვიციოზო, ბაუტისტა, როსი, ბრადლი, ჰეიდენი...

პირველმა
სამმა პილოტმა დანარჩენებთან სხვაობის გაზრდა დაიწყო, სპისმა კი მეორე წრეზე შეცდომა დაუშვა, ორი პოზიცია დაკარგა და როსის წინ აღმოჩნდა (ამ დუეტს მალე ბაუტისტამ გაუსწრო).

მეხუთე წრეზე დოვიციოზომ მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში კრატჩლოუს აჯობა, მაგრამ სამმა გაქცეულმა ამ დროისთვის სოლიდური უპირატესობა მოიპოვა.

ტრასაზე დიდი ხანი საინტერესო არაფერი ხდებოდა: სტოუნერი ამჯერად არ რისკავდა, ლორენსოც ორ "ჰონდას" შორის თავს დამაჯერებლად გრძნობდა და ლიდერობაზე აშკარა პრეტენზიას არ გამოხატავდა.

ყველაფერი ასევე დასრულდა: პოდიუმზე ყველასთვის ნაცნობი სამეული მივიდა - სტოუნერი, ლორენსო და პედროსა. დოვიციოზომ მცირედით მოუგო კრატჩლოუს და მეოთხე ადგილი დაიკავა, ვალენტინო როსიმ კი, წინა ეტაპებისგან განსხვავებით, ნორმალური რბოლა ჩაატარა და მეშვიდე ადგილი დაიკავა.

პორტუგალიის გრანპრი
1. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - 28 წრე; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - +1,421; 3. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - +3,621; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - +13,846; 5. კელ კრატჩლოუ (აშშ, "იამაჰა") - +16,690; 6. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - +21,884; 7. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +26,797; 8. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +33,262...

საერთო ჩათვლა
1. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - 66 ქულა; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 65; 3. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 52; 4 კელ კრატჩლოუ (აშშ, "იამაჰა") - 37; 5. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - 35; 6. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - 29...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული