ლეგენდარული ფრანგის უპირატესობაში ეჭვი არავის შეპარვია. ბოლო დღის წინ მხოლოდ პეტერ სოლბერგს ჰქონდა ლოებთან ბრძოლის შანსი, მაგრამ ნორვეგიელმა ძალიან მოინდომა და ავარიაში მოხვდა, რამაც ბრძოლის შეწყვეტა აიძულა.
ამის შემდეგ ტოპ-ათეულში დროში სხვაობები იმდენად დიდი იყო, რომ პილოტებს შორის პაექრობას აზრი არ ჰქონდა.
ერთ-ერთმა სპეცმონაკვეთმა ლოებს შეუქმნა პრობლემები: სებასტიანის მანქანაზე ერთი საბურავი გამოვიდა მწყობრიდან და თითქმის ორი წუთი
ამასობაში იარი-მატი ლატვალამ ორი სპეცმონაკვეთი მოიგო და საბოლოოდ დამკვიდრდა მესამე ადგილზე.
ლოებმა ქულათა მაქსიმუმი (28) მოიპოვა და კარიერაში 71-ე ეტაპი მოიგო, საბერძნეთში კი მესამედ მივიდა პირველი ფინიშთან. ამით ფრანგი გაუტოლდა ისეთ ლეგენდებს, როგორებიც არიან მიკი ბიაზონი, ვალტერ რიორლი და კარლოს საინსი.
ექვსი ეტაპის შემდეგ გენერალურ კლასიფიკაციას დამაჯერებლად ლიდერობენ "სიტროენის" საქარხნო გუნდის წევრები - ლოები 30 ქულით უსწრებს ჰირვონენს, "ფორდიდან" უახლოესი მდევარი კი ფრანგს 39 ქულით ჩამორჩება; თანაც, ეს არა სოლბერგი ან ლატვალა, არამედ კერძო გუნდის წარმომადგენელი ოსტბერგი გახლავთ. რაც შეეხებათ სოლბერგსა და ლატვალას, ისინი მეოთხე და მეხუთე ადგილებზე არიან. ამასთან, იარი-მატის ლიდერზე თითქმის სამჯერ ნაკლები ქულა აქვს.
VI ეტაპი. საბერძნეთის რალი
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 4:42.03,3; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "სიტროენი") - +40,0; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - +3.04,8; 4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - +6.16,4; 5. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, "ფორდი") - +7.46,5; 6. ტიერი ნოივილი (ბელგია, "სიტროენი") - +9.41,4; 7. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "შკოდა") - +12.59,9; 8. იაზიდ ალ-რაჯი (ს. აფრიკა, "ფორდი") - +20.12,2...
საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 119 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 89; 3. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 80; 4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 73; 5. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - 45; 6. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, "ფორდი") - 43; 7. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, "ფორდი") - 36; 8. ნასერ ალ-ატიია (კატარი, "სიტროენი") - 23; 9. ტიერი ნოივილი (ბელგია, "სიტროენი") - 22; 10. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "შკოდა") - 22.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"