დათა ქაჯაიამ ავტოსპორტში ევროპის თასი მოიპოვა

AutoSharing Option
წლეულს აპრილში აიღო სტარტი ევროპის LEGENDS CARS CUP-მა, რომელიც შვიდი ეტაპისგან შედგებოდა. შეჯიბრებაში კონტინენტის საუკეთესო პილოტებთან ერთად, ორი ქართველი ავტომრბოლელიც მონაწილეობდა - დათა ქაჯაია და კოტე კოლიაშვილი.

ასპარეზობის ბოლო აკორდს 13-14 ოტომბერს ფრანგულმა ლედენონმა უმასპინძლა. მეტოქეები ორ სპრინტსა (20-20-წუთიანი რბოლები) და ერთ გრძელ რბოლაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. წინა პაექრობების შემდეგ ევროპის თასზე 687 ქულით ქაჯაია ლიდერობდა და უახლოეს მდევარს 23 ქულით უსწრებდა.

პირველ სპრინტში ქართველმა ავტომრბოლელმა მე-5 ადგილი დაიკავა, სამაგიეროდ, მეორეში თავიდანვე დაწინაურდა და სხვებზე ადრე გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

ამ წარმატების
მერე ნათელი გახდა, რომ ჩვენებურს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლაში ვერავინ შეეცილებოდა, თუნდაც გრძელ რბოლაში ბოლო ადგილზე გასულიყო, მაგრამ დათამ აქაც აჯობა ყველას.

საბოლოოდ ქაჯაიამ 805 ქულა მოაგროვა და ქართული ავტოსპორტის ისტორიაში პირველმა მოიპოვა ევროპის თასი. კოლიაშვილი მე-7 ადგილით დაკმაყოფილდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული