მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ხორხე ლორენსომ კარიერაში მეორე ტიტული მოიგო

AutoSharing Option
28 ოქტომბერს ავსტრალიის ფილიპ-აილენდზე მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გამოვლინდა.

რბოლიდან დანი პედროსას გამოვარდნამ და ხორხე ლორენსოს მეორე ადგილმა ამ უკანასკნელს კარიერაში მეორე ტიტული მოუტანა.

საშინაო გრანპრიზე დომინირებდა მსოფლიოს აწ უკვე მოქმედი ჩემპიონი კეისი სტოუნერი, რომელმაც შაბათს პოული მოიგო. შემდეგ მოდიოდნენ გენერალური კლასიფიკაციის ლიდერები: ლორენსო და პედროსა.

რბოლის სტარტი ლორენსომ სტოუნერზე უკეთ ჩაატარა და სათავეში ჩაუდგა პელოტონს. გარდა ამისა, ავსტრალიელმა პედროსაც წინ გაუშვა. თუმცა "ჰონდას" პილოტებმა ძალები მოიკრიბეს და პირველი წრის ბოლოს ლორენსო მესამე ადგილზე ჩამოაქვეითეს.

პელოტონმა ასეთი სახე მიიღო: პედროსა,
სტოუნერი, ლორენსო, კრატჩლოუ, დოვიციოზო, ბრადლი, ბაუტისტა, ჰეიდენი, როსი
...

მეორე წრეზე კი ჩემპიონობისთვის ბრძოლა პრაქტიკულად შეწყდა: პედროსა მოულოდნელად ძალიან არააკურატულად შევიდა ნელ მოსახვევში და ტრასიდან გადავარდა. პირველ ადგილზე გადასული პედროსა თანდათან დაშორდა ლორენსოს, თუმცა ხორხეს დიდად არ მოუნდომებია, რადგან მეორე ადგილი ჩემპიონობის გარანტია იყო. სწორედ ასეთი თანმიმდევრობით მივიდნენ ისინი ფინიშთან.

პოდიუმი კელ კრატჩლოუმ შეავსო, თუმცა არც მის პოზიციაზე ჰქონია ვინმეს პრეტენზია. მეოთხე ადგილისთვის კი საინტერესო ბრძოლა გაჩაღდა: სამი მრბოლელისგან შემდგარ ჯგუფს შტეფან ბრადლი ედგა სათავეში, მაგრამ ყველაფერი ბოლო წრეზე გადაწყდა, როცა ანდრეა დოვიციოზო საბოლოოდ გაიჭრა წინ.

ავსტრალიის გრანპრი
1. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - 27 წრე; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - +9,223; 3. კელ კრატჩლოუ (აშშ, "იამაჰა") - +14,570; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - +23,303; 5. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - +23,432; 6. შტეფან ბრადლი (გერ, "ჰონდა") - +23,467; 7. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +37,113; 8. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - +38,387...

საერთო ჩათვლა
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 350 ქულა; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 307; 3. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - 238; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - 208; 5. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - 165; 6. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - 157; 7. კელ კრატჩლოუ (აშშ, "იამაჰა") - 151; 8. შტეფან ბრადლი (გერ, "ჰონდა") - 135...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული