ავტომოტოსპორტი: სარბოლო უქმეების წინ

AutoSharing Option
უახლოეს უქმეებზე ერთბაშად ორ სარბოლო სერიაში სრულდება სეზონი.

მოტოგრანპრიში ყველაფერი გარკვეულია: ჩემპიონი ხორხე ლორენსო გახდა. ასევე გაინაღდეს მეორე და მესამე ადგილები დანი პედროსამ და კეისი სტოუნერმა, რომელიც კვირის რბოლის შემდეგ ასრულებს კარიერას.

გარდა ამისა, ვალენსიას ტრასაზე უკანასკნელად გამოვა "დუკატის" მოტოციკლით იტალიელი ვალენტინო როსი, რომელიც მომავალი სეზონიდან "იამაჰაში" გადავა.

მოტოგრანპრი
ვალენსიას გრანპრი
ჩატარების ადგილი - ვალენსია, ესპანეთი
წრის სიგრძე - 4 005 მ
საუკეთესო წრე - 1:32,582 (სტოუნერი, 2008)

საერთო ჩათვლა
1. ლორენსო (იამაჰა) - 350 ქულა
2. პედროსა (ჰონდა) -
307
3. სტოუნერი (ჰონდა) - 238
4. დოვიციოზო (იამაჰა) - 208
5. ბაუტისტა (ჰონდა) - 165
6. როსი (დუკატი) - 157
7. კრატჩლოუ (იამაჰა) - 151
8. ბრადლი (ჰონდა) - 135

განრიგი
9 ნოემბერი, 13:10 - I პრაქტიკა
9 ნოემბერი, 17:10 - II პრაქტიკა
10 ნოემბერი, 13:10 - III პრაქტიკა
10 ნოემბერი, 16:55 - კვალიფიკაცია
11 ნოემბერი, 17:00 - რბოლა

* * *
რალის სერიაშიც ცნობილია ჩემპიონი.

ბოლო წლების საუკეთესო რალისტი სებასტიან ლოები ეთხოვება "სიტროენს".

ესპანეთის ეტაპის მთავარი ინტრიგა კი შემდეგში მდგომარეობს: შეძლებს თუ არა მადს ოსტბერგი გენერალურ კლასიფიკაციაში მესამე ადგილის შენარჩუნებასა და საბოლოოდ იარი-მატი ლატვალასა და პეტერ სოლბერგის უკან ჩამოტოვებას?

რალი
ესპანეთი
შტაბი - სალოუ
საფარი - ასფალტი, ღორღი
სპეცმონაკვეთების რაოდენობა - 18
დისტანცია - 405,46 კმ

საერთო ჩათვლა
1. ლოები (სიტროენი) - 244 ქულა
2. ჰირვონენი (სიტროენი) - 198
3. ოსტბერგი (ფორდი) - 137
4. ლატვალა (ფორდი) - 133
5. პ. სოლბერგი (სიტროენი) - 124
6. ნოვიკოვი (ფორდი) - 87
7. ნოივილი (სიტროენი) - 53
8. ტანაკი (ფორდი) - 52

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული